7 საუკეთესო საკვები ჯანსაღი მუხლებისთვის - rogor.ge

7 საუკეთესო საკვები ჯანსაღი მუხლებისთვის

რძემჟავა

კეფირი, ხაჭო, ნატურალური იოგურტი - ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ კალციუმს და პროტეინს, რაც აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და სახსრებისთვის.

სოიოს პროდუქტები

სოიოს იოგურტი და ტოფუ გვეხმარება ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაღწევაში, ასევე, ემსახურება ჩიყვის, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას.

ზღვის თევზი

ორაგული, ვირთევზა, სკუმბრია და ქაშაყი - ეს პროდუქტები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და იცავს სახსრებს.

ფრინველის თეთრი ხორცი

ჩვენი საყვარელი ქათმის მკერდი, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ. ის მდიდარია ცილებით, კარგად აკმაყოფილებს და გეხმარებათ ზედმეტი ჭამისგან თავის არიდებაში.

ბოსტნეული და ხილი

ბოსტნეული და ხილი უზრუნველყოფს საჭმლის მონელების ნორმალიზებას და ირიბად აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას.

მცენარეული ზეთი

ზეთისხილი, კანაფი ან კაკალი - აირჩიეთ ის, რაც მოგწონთ. ზეთი შეავსებს ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობას და გააუმჯობესებს საერთო კეთილდღეობას.

თხილი

თხილი შეიცავს უამრავ პოლიუჯერ მჟავას, რომელიც დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე.

როგორი პროდუქტებია კბილებისთვის ყველაზე საზიანო