როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს სურს გახდეს ბლოგერი - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს სურს გახდეს ბლოგერი

ეს არის კრეატიულობა

ვიდეოს გადაღებით, კრეატიული ვიდეოების რედაქტირებით, ფოტოების დამუშავებით ან პოსტების წერით ბავშვები სწავლობენ აზროვნებას, ავითარებენ კრეატიულ აზროვნებას, მოტორულ, ორატორულ უნარებს, სწავლობენ კამერასთან მუშაობას და რაც მთავარია, ამით სიამოვნებას იღებენ. უნარ-ჩვევები, რომლებიც ბავშვს ბლოგინგის პროცესში უვითარდება, გამოადგება ბევრ სხვა პროფესიაშიც: ჟურნალისტი, ოპერატორი, მსახიობი, რეჟისორი, მარკეტერი, ტელეწამყვანი.

აქვს თქვენს შვილს საყვარელი სათამაშო და მიჯაჭვულია მასზე? - ნუ წაართმევთ, ამ მიზეზის გამო

დროის მენეჯმენტი

აცნობეთ თქვენს შვილს, რომ ბლოგინგი ჰობია და ეს არ შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სწავლა. შემდეგ ბავშვი სამჯერ უფრო სწრაფად ისწავლის მათემატიკის ამოცანების ამოხსნას, დაწერს ესეს და სიხარულით დაიწყებს ახალი ვიდეოს გადაღებას. ბლოგინგი თქვენს შვილს ასწავლის დაგეგმვას, დროის რაციონალურ მართვას და კონცენტრაციას, რადგან ვიდეოები უნდა გამოქვეყნდეს გარკვეულ დროს!

ეს მომავლის პროფესიაა

ათი წლის წინ ასეთი პროფესია არ არსებობდა და ხალხს არ ესმოდა, რაზე წერდნენ სოციალურ ქსელებში. დღეს ბლოგინგი სრულ განაკვეთზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოა და ძირითადი მოვალეობების ჩამონათვალში შედის ისტორიების გადაღება, პოსტების წერა, ფოტოების რედაქტირება და ა.შ. ახალგაზრდა ბლოგერები, ასაკის მიუხედავად კარგ ფულს შოულობენ და აუდიტორიის აღიარებასაც მოიპოვებენ.

როცა შვილი თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან მიდის: როგორ გაუმკლავდეთ "დაცარიელებული ბუდის სინდრომს"

ამით მეტად შეიცნობთ საკუთარ შვილს

მშობლებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი შვილები სხვა სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც სრულიად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ისინი საუბრობენ უცნაურ ენაზე, უყურებენ უცნაურ ვიდეოებს და უსმენენ უცნაურ მუსიკას. ბლოგინგი შესანიშნავი გზაა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას „თაობათა უფსკრული“. წაიკითხეთ რას წერს თქვენი შვილი ბლოგზე, შეეცადეთ გაიგოთ მისი აზრები. იდეალურ შემთხვევაში, შესთავაზეთ დახმარება კონტენტის შექმნაში, მიეცით მას პროფესიონალური სამფეხა ან კამერა, დაეხმარეთ მას ვიდეოების იდეებით და სხვა. თქვენი მხარდაჭერა მათთვის დიდი მოტივატორი იქნება.