როგორ დავაღწიოთ თავი ტოქსიკოზს ორსულობის პერიოდში - rogor.ge

როგორ დავაღწიოთ თავი ტოქსიკოზს ორსულობის პერიოდში

ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა. პირობითად განასხვავებენ ორსულთა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებს.

ადრეული ტოქსიკოზი პირველ ტრიმესტრში იჩენს თავს და, წესისამებრ, 12 კვირის შემდეგ გაივლის, გვიანი კი მესამე ტრიმესტრში ვითარდება. ადრეული ტოქსიკოზის სიმპტომებია ღებინება, ნერწყვდენა, გვიანი ტოქსიკოზისა - პრეეკლამფსია და ეკლამფსია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ორსულებს გულისრევის, ღებინების, საკვების აუტანლობის დროს გამოადგებათ:

საკვების სუნმა შესაძლოა გულისრევა და პირღებინება გამოიწვიოს. ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ მისი მიღება სჯობს. ტოქსიკოზზე მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეც, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ოპტიმალური ოდენობის შენარჩუნება. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცილა. მსუბუქი საკვები საწოლის თავთანაც დაიდეთ, რათა ღამით ან დილით წაიხემსოთ. მოერიდეთ დაკონსერვებულ ხილის წვენებს, ტკბილეულს. ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ უმჯობესია ერიდოთ. ტოქსიკოზს აპროვოცირებს ცხარე, მჟავე, შემწვარი საკვებიც. ეცადეთ, დღის განმავლობაში მიიღოთ საკმაო სითხე (ჩაი, წვნიანები, გამაგრილებელი სასმელები), მაგრამ მცირე ყლუპებითა და ულუფებით. დიდი ოდენობით სითხის ერთბაშად მიღებამ შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს. გაგრძელება