როგორ გავათეთროთ ძველი ტიულის ფარდა: 3 ხრიკი - rogor.ge

როგორ გავათეთროთ ძველი ტიულის ფარდა: 3 ხრიკი

მარილი

მარილით გათეთრების პროცესი არ არის სწრაფი, მაგრამ ეფექტურია. ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი 5 ლიტრ წყალში და გარეცხეთ. მარილი ასევე შეიძლება შეურიოთ სარეცხი ფხვნილს სტანდარტულ დოზაზე 3-4 სუფრის კოვზის დამატებით და დატოვეთ ქსოვილი ამ ხსნარში მთელი ღამის განმავლობაში.

  • მარილი ფხვნილთან ერთად გახსენით თბილ წყალში;
  • დაასველეთ ტიული ამ ხსნარში. თუ ქსოვილი ძალიან მოყვითალო ან ნაცრისფერი გახდა, ტიული დატოვეთ ხსნარში მთელი ღამის მანძილზე, თუ არა, საკმარისია 4 საათი გააჩეროთ;
  • გარეცხეთ ტიული ინსტრუქციის მიხედვით, შემდეგ გააკეთეთ წყლისა და მარილის კიდევ ერთი ხსნარი და გაავლეთ ქსოვილი მასში.

9a46bcc4a2aab8aa7bdb0b2b61a24c30-cropped-666x444-1710744486.jpeg

სოდა

საკვები სოდა ასევე ხელს შეუწყობს ტიულის გათეთრებას, რომელიც არ არის ძალიან ჭუჭყიანი:

  • სოდა შეურიეთ სარეცხ ფხვნილს (თითოეული 1 სუფრის კოვზი) და ჩაყარეთ თბილ წყალში;
  • დაასველეთ ფარდები წყალში 20 წუთის განმავლობაში და გარეცხეთ ჩვეულებისამებრ;
  • გარეცხილი ტიული კვლავ ჩადეთ სოდაში 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით.

მარილი და საკვები სოდა ასევე შეგიძლიათ აურიოთ თანაბარი პროპორციით, თითო 1 სუფრის კოვზი, რათა მოიცილოთ უსიამოვნო ჭუჭყიანი ელფერი და ლაქები. ამ ხსნარში ტიული მთელი ღამის განმავლობაში დატოვეთ.

პეროქსიდი და ამიაკი

ბამბის ტიულის გათეთრება შესაძლებელია 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით და ამიაკით. მაგრამ ამიაკის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ნეილონისთვის არ არის რეკომენდებული.

  • ჩაასხით ცხელი წყალი დაახლოებით 60°C ტემპერატურაზე;
  • წყალში განაზავეთ ორი-სამი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ერთი სუფრის კოვზი ამიაკი. კარგად აურიეთ;
  • დაასველეთ ფარდები ხსნარში 30 წუთის განმავლობაში;
  • გარეცხეთ ფარდები, გაწურეთ და გაამშრალეთ.

არ დაივიწყოთ ძველი მეთოდი - დუღილი, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების სითეთრის აღდგენას, თუნდაც ძალიან გაყვითლებული იყოს. ტიული ხსნარში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უნდა დატოვოთ და პერიოდულად უნდა მოურიოთ.

როგორ მოვაშოროთ ლაქები სუფრას: ის ახალივით იბრწყინებს