როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ყველისა და ნივრის სოუსში: გემრიელი კერძის რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ყველისა და ნივრის სოუსში: გემრიელი კერძის რეცეპტი

გარეცხეთ და გაფცქვენით კარტოფილი. დაჭერით რგოლებად.

ყველი და ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე.

მწვანილი დაჭერით წვრილად.

თასში აურიეთ არაჟანი, ყველი, რბილი კარაქი, ნიორი, კამა, კურკუმა, წიწაკა და მარილი სოუსისთვის.

სოუსს დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და კარგად აურიეთ.

საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ კარტოფილი სოუსში. დააფარეთ ფოლგა.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ფოლგა და გამოაცხვეთ კერძი კიდევ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

როგორ მოამზადოთ ამერიკული კლასიკური სალათი Coleslaw ბარბექიუსთვის