როგორი სტიქია ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, როცა ბრაზდები - rogor.ge

როგორი სტიქია ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, როცა ბრაზდები

ვერძი - ცეცხლი

ვერძის ბრაზი ხანდახან არსაიდან მოდის, ისევე როგორც ცეცხლი. გარშემომყოფებს ორი გზა აქვთ: დამწვრობის მიღების შემდეგ ცეცხლის ჩაქრობა, ან გაქცევა, მაგრამ იცოდეთ, რომ დასაბრუნებელი არსად იქნება.

როგორია ზოდიაქოს 4 ნიშნის ქალბატონი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს მამაკაცს

კურო - ცუნამი

კუროს რისხვა, როგორც ცუნამი, სრულიად მოულოდნელია. და რაც მთავარია, ამ კატასტროფის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

ტყუპები - ქვიშის ქარიშხალი

ტყუპების რისხვა საკმაოდ პროგნოზირებადია, როგორც ქვიშის ქარიშხალი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ნიშნებმა არ იციან, როგორ აკონტროლონ თავი ასეთ სიტუაციებში.

კირჩხიბი - ჭექა-ქუხილი

ბევრს მოსწონს ჭექა-ქუხილიც კი, რადგან მათ შეუძლიათ უბრალოდ თავი შეაფარონ სახლს და იყვნენ უსაფრთხოდ. კირჩხიბებთანაც ასეა – ისინი ბევრს ხმაურობენ, მაგრამ სინამდვილეში ტკივილს არ მიაყენებენ ვინმეს.

ლომი - ვულკანის ამოფრქვევა

ლომის ბრაზის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს! მეტიც, ასეთი კატასტროფა იპყრობს სხვების ყურადღებას და აჰიპნოზებს კიდეც.

ქალწული - ქარბუქი

ქალწული არასოდეს ბრაზდება უმიზეზოდ. თუ ის გაბრაზდა, ასეთ სიტუაციაში ნავიგაციის გზა არ არსებობს.

სასწორი - გვალვა

სასწორებს არასოდეს ემართებათ ისტერიკა, ან ჭურჭელს არ ამტვრევენ. სანამ სასწორი წყვეტს მოკლას თუ შეიწყალოს, მსხვერპლი შესაძლოა გვალვისგან მოკვდეს.

როგორია 4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი: გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის

მორიელი - მიწისძვრა

თუ გსურთ გადარჩენა, ნუ გააბრაზებთ მორიელს. ეს ნიშანი დაუნდობელი და ურყევია - თუ განადგურებას გადაწყვეტს, მაშინ ასეც იქნება. სირბილს აზრი არ აქვს, მორიელი ნებისმიერ შემთხვევაში გაგასწრებთ.

მშვილდოსანი - ზვავი

მშვილდოსნები ძალიან მოწყალეები და ჰუმანურები არიან, მაგრამ თუ გააბრაზებთ, დაზარალდება არა ერთი, არამედ ათობით ადამიანი.

თხის რქა - წყალდიდობა

როდესაც გაბრაზებულია, თხის რქა არ აპირებს ვინმეს მოკვლას, მხოლოდ შეშინებას ან ზიანის მიყენებას. ისევე, როგორც წყალდიდობის შემდეგ, თხის რქის 5-წუთიანი ბრაზის შედეგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.

მერწყული - ქარიშხალი

მერწყული ჯერ მცირე გაფრთხილებას იძლევა, ქარიშხლის გაფრთხილებას. და თუ ამას არავინ გაითვალისწინებს, მაშინ ის ანადგურებს ყველაფერს მის გარშემო უსწრაფესად.

თევზები - ტორნადო

თუ უკვე ჩაეშვით ამ სასიკვდილო ძაბრში, მაშინ გაგიჭირდებათ. თევზებს არ მოსწონთ ხმამაღალი ჩხუბი, ისინი უბრალოდ მოძრაობენ, როგორც ტორნადო და ანადგურებენ ყველაფერს გზაზე.

როგორია ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დიდი საიდუმლო: გაიგეთ, რას მალავენ სხვებისგან