როგორი ხარ მაიას ცივილიზაციის 13 ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ღამურა (ანუ „ცუტცი“, 26 ივლისი – 22 აგვისტო, შეესაბამება ლომის ზოდიაქოს ნიშანს) – ბუნებით ლიდერი და ქარიზმატული ღამურა თვითრწმენისა და მაღალი თვითშეფასების წყალობით აღწევს წარმატებას საქმიან და სოციალურ ცხოვრებაში. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ყოველთვის კარგი მეგობარი და საიმედო პარტნიორია, მაგრამ არ ღირს მისი თავისუფლების შეზღუდვა, რადგან მთავარი მისთვის დამოუკიდებლად მოქმედება და ყველა ღირსების, დადებითი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენაა.
მორიელი (ანუ „დსეცი“, 23 აგვისტო – 19 სექტემბერი, შეესაბამება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს) – ცნობისმოყვარე და დაკვირვებული მორიელი ანალიტიკური აზროვნებით, ობიექტურად მსჯელობის უნარით გამოირჩევა და ყოველთვის ბრწყინვალე ორატორია. მკაცრად იცავს ტრადიციებს და ადათ-წესებს, რადგან სწორედ კონსერვატორული ცხოვრების წესი განსაზღვრავს მის თვითრწმენასა და სტაბილურობას. პირად ურთიერთობაში მორიელი მზრუნველი და ყურადღებიანია, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს პარტნიორს, მით უფრო, რომ სიყვარულს საქმით ამტკიცებს და არა სიტყვებით.
ირემი (ანუ „კეჰი“, 20 სექტემბერი – 17 ოქტომბერი, შეესაბამება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს) – შემოქმედებითი ბუნების ირემი კარგად განვითარებული ფანტაზიით, გემოვნებით და სილამაზის აღქმით გამოირჩევა, ამიტომ მეტწილად მხატვრის ან ლიტერატორის პროფესიას ირჩევს. უპირატესობას მშვიდ, ჰარმონიულ ცხოვრებას ანიჭებს, თუმცა არც სირთულეები აშინებს, რადგან მარტივად ერევა ნებისმიერ პრობლემას. ექსტრავერტი ირემი ყოველთვის დაუფარავად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს და გარშემო მყოფთა ნდობასაც სწრაფად იმსახურებს, სიმპათიას და პატივისცემას კი გულწრფელობის, სიმსუბუქისა და ინტელექტის წყალობით მოიპოვებს. განაგრძეთ კითხვა