როგორ ამოიცნოთ ფსიქოპათი
მომხიბვლელობა
ექსპერტები თვლიან, რომ ფსიქოპათი იმალება "საყვარელი" ნიღბის ქვეშ.
საკუთარი თავის აღქმა
ფსიქოპათებს ხშირად სჯერათ, რომ ისინი უფრო ჭკვიანები ან ძლიერები არიან, ვიდრე სინამდვილეში არიან.
სტიმულირების მუდმივი საჭიროება
სიმშვიდე არ არის ფსიქოპათების თვისება. მათ სჭირდებათ მუდმივი გართობა და აქტივობა.
პათოლოგიური სიცრუის არსებობა
ფსიქოპატი იტყუება ყველაფერზე, შეცდომაში შეჰყავს ყველა პატარ-პატარა ტყუილებით და მოგონილი ისტორიებით.
მანიპულირება
ყველა ფსიქოპათი მზაკვარია და აქვს უნარი აიძულოს ადამიანები გააკეთონ ის, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდნენ. ფსიქოპათებმა შეიძლება გამოიწვიონ დანაშაულის გრძნობა, გამოიყენონ ძალა და მანიპულირების სხვა საშუალებები.
არავითარი დანაშაულის გრძნობა
დანაშაულის ან სინანულის ნაკლებობა ფსიქოპათიის ნიშანია.
აფექტი ან ემოციური რეაქცია
ფსიქოპათები ავლენენ სუსტ ემოციურ რეაქციებს სიკვდილზე, დაზიანებაზე, ან სხვა მოვლენებზე, რამაც უფრო ღრმა რეაქცია უნდა გამოიწვიოს.
თანაგრძნობის ნაკლებობა
მათ არ შეუძლიათ სხვის მდგომარეობაში შესვლა.
პარაზიტული ცხოვრების წესი
ფსიქოპათები ხშირად პარაზიტები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრობენ სხვა ადამიანებით.
განიხილეთ მიზნები
ფსიქოპათებს აქვთ არარეალური გრძელვადიანი მიზნები. ან საერთოდ არ არსებობს მიზნები, ან მიუღწეველია და ეფუძნება საკუთარი მიღწევებისა და შესაძლებლობების გადაჭარბებულ გრძნობას.
იმპულსურობა და უპასუხისმგებლობა
ორივე ეს პიროვნული თვისება ფსიქოპათიაზე მიუთითებს.
პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა
ფსიქოპათი არასოდეს აღიარებს, რომ შეცდა, შეცდომა დაუშვა ან შეცდომით განსაჯა.
მრავალრიცხოვანი ოჯახური ურთიერთობა
თუ ადამიანს ბევრი მოკლევადიანი ქორწინება ჰქონდა, ეს დამაფიქრებელია.
არასრულწლოვანთა დანაშაული
ბევრი ფსიქოპათი ავლენს დანაშაულებრივ ქცევას ახალგაზრდობაში.
განაწყენებული ადამიანის იმიჯის მუდმივი გამოყენება
ფსიქოპათები არიან ჩვენი ემოციებისა და დაუცველობის მანიპულირების ექსპერტები. თუ ასეთი ფსიქოლოგიური ქცევა მუდმივად შერწყმულია მიუღებელ და მავნე ქმედებებთან, ეს აშკარად მიუთითებს ამ ადამიანის რეალურ ბუნებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ექცევა ადამიანი სხვა ადამიანებს
ფსიქოპათები, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან დაამცირონ, აწამონ, დაჩაგრონ, ფიზიკურადაც კი ესხმიან (ან კლავენ, როგორც უკანასკნელი საშუალება) ადამიანებს, რომლებსაც მათთვის სარგებელი არ მოაქვს, მაგალითად, ასეთია ფიზიკურად სუსტი ან დაბალი დონის ადამიანები, ბავშვები, მოხუცები და ცხოველებიც კი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. გაიხსენეთ არტურ შოპენჰაუერის ცნობილი გამონათქვამი: „ვინც სასტიკია ცხოველების მიმართ, ის ვერ იქნება კეთილი “.