როგორ გაიკეთოთ სახის მასაჟი, რომ მიიღოთ ლიფტინგის ეფექტი
რა სარგებელი მოაქვს ამ მასაჟს:
- ხსნის შეშუპებას;
- აუმჯობესებს ლიმფის და სისხლის მიმოქცევას;
- ათანაბრებს კანის ტონს და აუმჯობესებს სახის ფერს;
- აუმჯობესებს კანის ტურგორს, აძლევს ლიფტინგ ეფექტს;
- ხსნის კუნთების სპაზმს;
- ააქტიურებს გაახალგაზრდავების პროცესებს;
- ნიღბისგან კანი იღებს მაქსიმალურ ეფექტს.
შეგიძლიათ გაიკეთოთ ეს მასაჟი 10-15 პროცედურის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, შემდეგ კი კვირაში რამდენჯერმე.
ტექნიკა:
- როლერი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში;
- გამოყენებამდე გარეცხეთ საპნით ან დაამუშავეთ ანტისეპტიკით;
- გაიწმინდეთ სახის კანი და წაისვით მასაჟის ზეთი, ქსოვილის ნიღაბი, შრატი ან კრემი;
- გაიკეთეთ მასაჟი;
- ყველა მოძრაობა უნდა იყოს ლიმფური კვანძებისკენ;
- ყოველთვის მოერიდეთ ფარისებრი ჯირკვლის ზონებს;
- მასაჟის შემდეგ კვლავ გაიწმინდეთ კანი და დაიტენიანეთ.