როგორ მოაშოროთ 2 წუთში ოფლის სუნი გარე ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ მოაშოროთ 2 წუთში ოფლის სუნი გარე ტანსაცმელს

ძმარი. ეს არის უნივერსალური საშუალება, რომელიც წყვეტს უამრავ ყოველდღიურ პრობლემას. ოფლის სუნის მოსაშორებლად, წყალი და ძმარი თანაბრად აურიეთ, ჩაასხით სპრეის ბოთლში და ნარევით დაამუშავეთ ტანსაცმლის გაოფლიანებული ადგილები. დატოვეთ ცოტა ხნით და აღარ დარჩება ოფლის სუნის კვალი.

ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი? როგორ შეარჩიოთ სწორად სახეობა, რომელიც ოფლის გამოყოფას შეაჩერებს

საკვები სოდა. ეს არის კიდევ ერთი ეფექტური და იაფი საშუალება გარე ტანსაცმელიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. თქვენ უნდა გააკეთოთ პასტის ნარევი საკვები სოდისა და წყლისგან, შემდეგ წაისვათ გაოფლიანებულ ადგილებში. დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში, საკვები სოდა ძალზე ეფექტურია უსიამოვნო სუნის შთანთქმისას.

ლიმონის წვენი. ნახევარი ლიმონის წვენი დაწურეთ ხელსახოცზე და წაისვით გაოფლიანებულ ადგილზე.

ეთერზეთი. ეს მეთოდი შესაფერისია იმ ნივთებისთვის, რომლებიც არ "შეიღებება" ეთერზეთებით. შეავსეთ სპრეის ბოთლი წყლით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი თქვენი საყვარელი სურნელით და წაუსვით ტანსაცმელს. სასიამოვნო არომატი შესანიშნავად შთანთქავს ოფლის სუნს.

როგორ ვიყოთ მოწესრიგებულები შხაპის მიღების გარეშე

მარილი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად. მოამზადეთ სუფრის კოვზი მარილისა და თბილი წყლის ხსნარი, დაამუშავეთ ტანსაცმლის გაოფლიანებული ადგილები, სუნი რამდენიმე საათის შემდეგ გაქრება. ეს მეთოდი შესაფერისია ღია ფერის ტანსაცმლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დარჩეს ლაქები.

ალკოჰოლი. ეს სითხე მოაცილებს ტანსაცმლიდან სუნს და ამავდროულად, დეზინფექციას უკეთებს ქსოვილს. ამისათვის განაზავეთ ალკოჰოლი წყლით, 1:1 თანაფარდობით, ტანსაცმლის პრობლემური ადგილები დაამუშავეთ და გააშრეთ.

როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას: 10 რჩევა