როგორ ფილმს უყუროთ ვალენტინობაზე: ყველაზე რომანტიკული სია
გრეის ორმოცდაათი ელფერი
ფილმში ნაჩვენებია რთული ურთიერთობები, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ანასტასიას და ახალგაზრდა ბიზნესმენის კრისტიან გრეის შორის. ის არწმუნებს გოგონას დადოს მასთან კონტრაქტი, რომელიც მისცემს მას უფლებას ფაქტობრივად აკონტროლოს მთელი მისი ცხოვრება...
ჩემი ფანჯრიდან
არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…
მე შენამდე
ფილმი JOJO MOYERS-ის წიგნზეა დაფუძნებული და ორი განსხვავებული პერსონაჟის ამბავს გვიყვება: ლუ, პატარა გოგონაა, რომელიც მძიმე სამუშაოებს შორისაა გაჭედილი და უილი, წარმატებული მამაკაცი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდდა. უილი ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მაგრამ მომვლელ ლუსთან ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი იცვლება...
ჩემი მშვენიერი უბედურება
ები კოლეჯის პირველკურსელია, რომელიც ცდილობს დისტანცირება მოახდინოს მისი ბნელი წარსულისგან და წინააღმდეგობა გაუწიოს მის მიზიდულობას ცუდი ბიჭის - ტრევისის მიმართ...
გამოსყიდვა სიყვარულით
ბავშვობაში მეძავად გაყიდულმა ბავშვმა ენჯელმა ღალატზე არაფერი იცის. გაუმთელდება მას ოდესმე გატეხილი გული? დაფუძნებულია ფრანსინ რივერსის რომანზე...