როგორ დავიცვათ თავი ინფარქტისგან და ინსულტისგან - 5 რჩევა - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი ინფარქტისგან და ინსულტისგან - 5 რჩევა

რა იწვევს გულის და სისხლძარღვთა დაავადებებს?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები კარგად არის ცნობილი. ესენია:

მეტაბოლური დარღვევები და სიმსუქნე;დიაბეტი;უმოძრაობა;მოწევა.გულ-სისხლძარღვთა ავადობის შემთხვევების თითქმის ნახევარი გამოწვეულია არტერიული ჰიპერტენზიით, ხოლო მეორე ნახევარი თითქმის თანაბრად ნაწილდება გულის კორონარულსა და ცერებროვასკულარული დაავადებებზე.

რატომ მოქმედებს ცუდად მოწევა გულსა და სისხლძარღვებზე

ყველამ კარგად იცის, რომ მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ფუჭი სიტყვები არ გეგონოთ -‘’მოწევა კლავს“. მაგალითად, აშშ-ში ნიკოტინის მოხმარებას ყოველწლიურად 480 000-ზე მეტ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სიგარეტსა და სიგარეტის კვამლში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლიათ ფილტვის კიბოს და მრავალი სხვა დაავადების გამოწვევა.

მაგრამ ის თუ იცით, რომ სიგარეტში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ნიკოტინი და ნახშირბადის მონოქსიდი, შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გულსა და სისხლძარღვებზე? ეს ნივთიერებები არღვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. აზიანებენ გულსა და სისხლძარღვებს, რის გამოც გულის დაავადების განვითარების რისკიც იზრდება. გაგრძელება

ქვემოთ ვისაუბრებთ გულზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედებაზე და გულისთვის იმ სარგებელზე, რომელიც აშკარად შესამჩნევი გახდება მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში.