როგორ მოვათავსოთ საწოლი, რომ გემრიელად დაგვეძინოს
აკონტროლეთ სიტუაცია
არ აქვს მნიშვნელობა, წევხართ საწოლზე თუ ზიხართ, მთავარია ის, რომ საწოლზე მოკალათების დროს თქვენს თვალსაწიერში აუცილებლად უნდა ექცეოდეს შემოსასვლელი კარი. ეს სუფთა ფსიქოლოგიური სვლაა, როდესაც თქვენ ხედავთ, ვინ შემოდის თქვენს საძინებელში, ქვეცნობიერად აკონტროლებთ სიტუაციას. ეს კი ღრმა და უსაფრთხო ძილის ერთ-ერთი საწინდარია. იდეალური ვარიანტია საწოლის კარის დიაგონალურად მოთავსება, რომ ყველაფრის ადვილად დანახვა შეძლოთ.
არ გირჩევთ საწოლის თავით ფანჯარასთან მოთავსება
სამას გვირჩევენ როგორც ფსიქოლოგები, ისე ფენ შუის სპეციალისტები. ძილის დროს ადამიანი მოდუნებული და დაუცველია, ფანჯარა კი არ აღიქმება დამცველ მექანიზმად, ისეთად, მაგალითად, როგორიც არის კედელი. ეს აუცილებლად ახდენს გავლენას თქვენს ქვეცნობიერზე და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ. თქვენ შეგიძლიათ მოაბრუნოთ საწოლი და მისი თავი კედელს მიაბჯინოთ, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოხსნით. საქმე ის არის, რომ ფანჯრიდან ცივი ჰაერი შემოდის, რაც ადამიანს სიმყუდროვის შეგრძნებას უკარგავს და ბოლოს და ბოლოს, ძალიან ადვილად შეიძლება გაცივდეთ. ასე რომ, თქვენი მთავარი ამოცანაა, საწოლი მაქსიმალურად მოაშოროთ ფანჯარას და თუ საწოლსა და ფანჯარას შორის რამეს მოათავსებთ, სავარძელს, ან თუნდაც პატარა ტუმბოს, იდეალური იქნება. გაგრძელება