როგორ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი - 8 გზა, რომელიც შესაძლოა არ იცით
აუმჯობესებს თმის ხარისხს (მაგრამ არა ზრდას)
გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ აბუსალათინის ზეთს შეუძლია თმა უფრო სწრაფად გაზარდოს, მაგრამ რეალურად არ არსებობს ამის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება. აბუსალათინის ზეთი თმას მეტ ბზინვარებას მატებს. შეგიძლიათ წაისვათ აბუსალათინის ზეთი პირდაპირ თმის ბოლოებზე და თავიდან აიცილოთ ბოლოების გაყოფა. ძალიან მცირე რაოდენობა საკმარისია და შეიძლება წაისვათ როგორც სველ, ასევე მშრალ თმაზე.
მოგაშორებთ ქერტლს და ატენიანებს თავის კანს
იმის გამო, რომ აბუსალათინის ზეთი შესანიშნავი დამატენიანებელია სკალპისთვის და ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ის შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სკალპის იაფი სამკურნალო საშუალება. დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ქერტლს, გამონაყარს და გაღიზიანებას.
დაიტენიანეთ თქვენი სხეულის ნებისმიერი ნაწილი
თუ გაწუხებთ დაბზარული ქუსლები, გაპარსვის შემდეგ მშრალი კანი მკლავებზე, ფეხებზე, კისერზე, ტუჩებზე ან მუცელზე, აბუსალათინის ზეთი შეიძლება იყოს შესანიშნავი საშუალება სწრაფი დატენიანებისთვის.
დაარბილეთ კუტიკულა
აბუსალათინის ზეთი შესანიშნავი ალტერნატივაა კუტიკულის შეზეთვისთვის, რათა თავიდან აიცილოთ სიმშრალე და აქერცვლა. მისი გამოყენება შესაძლებელია მანიკურის ან პედიკურის შემდეგ ან ძილის წინ. ვინაიდან აბუსალათინის ზეთი არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული, მას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს ფრჩხილში ინფექციის შეჭრას.
ამშვიდებს მზისგან დამწვარ კანს
მიუხედავად იმისა, რომ ალოეს აქ დიდი ყურადღება ექცევა, აბუსალათინის ზეთი კიდევ ერთი ეფექტური ინგრედიენტია მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ. თუ აბუსალათინის ზეთს პირდაპირ მზისგან დამწვარ კანზე წაისვამთ, იგრძნობთ ოდნავი გაციების შეგრძნებას, რომელიც სწრაფად მოგიხსნით დისკომფორტს. ამავდროულად, რიცინოლეინის მჟავა ხელს შეუწყობს ანთების შემცირებას.
როგორ მოამზადოთ სკრაბი მარტივი ინგრედიენტებით, რომ კანი რბილი და ელასტიკური გახდეს
კურნავს ჭრილობებს, ანთებას და გამონაყარს
აბუსალათინის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ პატარა ჭრილობებზე, გამონაყარზე და კანის სხვა ანთების მქონე უბნებზე, რათა შეამციროს შეშუპება, სიწითლე, ქავილი და ტკივილი.
ებრძვის აკნეს
აკნეს მკურნალობა აბუსალათინის ზეთით ნაკლებად ცნობილი გამოყენებაა. მისი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამონაყარის სამკურნალოდ. შეგიძლიათ თხელი ფენა წაისვათ სახეზე, როგორც დამატენიანებელი და აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტი.
ამცირებს სტრიებს
აბუსალათინის ზეთის დამატენიანებელი თვისებები დაგეხმარებათ სტრიების შემცირებაში. სტრიებს ხშირად იწვევს წონის სწრაფი მატება ან კლება, კუნთების სწრაფი ზრდა ან ორსულობა (სხვა მიზეზებთან ერთად). წაისვით ხელებზე ზეთი და ნაზად შეიზილეთ კანზე. საუკეთესო შედეგისთვის, გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს, ამიტომ მოთბინება იქონიეთ.