როგორ გაიკეთოთ საყურე, თუ გახვრეტილი ყური შეხორცებას იწყებს
დაარბილეთ კანი ყურის ბიბილოს გარშემო. სანამ საყურის ხელახლა გაკეთებას ეცდებით, ყურის ბიბილოს კანი უნდა დაარბილოთ. ამისათვის აიღეთ თბილი, ნესტიანი ბამბის დისკი და წაისვით ყურის ბიბილოზე. შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ თბილი შხაპი. ასე გაცილებით გაგიადვილდებათ.
ელეგანტურობის 7 ოქროს წესი: როგორ გახდეთ რეალურად მომხიბვლელი
დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ ლატექსის ხელთათმანები. კარგად დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული საპნით 30 წამის განმავლობაში, რათა მოიცილოთ ჭუჭყი და მიკრობები. ხელების დაბანის შემდეგ, თქვენ უნდა გაიკეთოთ ლატექსის ხელთათმანები, რათა ბაქტერიები არ მოხვდეს ჭრილობაში.
საყურეების დეზინფექცია სპირტით. დაასველეთ ბამბის დისკი სპირტით და გაწმინდეთ საყურეები, შემდეგ გააშრეთ სუფთა ზედაპირზე. თუ ალერგია გაქვთ, აუცილებლად იყიდეთ ვერცხლის ან ოქროს (ჰიპოალერგიული) საყურეები, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქცია.
დეზინფექცია გაუკეთეთ ყურის ბიბილოს. აიღეთ ახალი ბამბის დისკი, დაასველეთ სპირტით და გაუკეთეთ ყურის ბიბილოს დეზინფექცია, წინა და უკანა მხრიდან.
წაუსვით მალამო საყურეს. სცადეთ გაიკეთოთ საყურე თხელი სარჭით და არა სქელით, რადგან სხვა შემთხვევაში არა მარტო ტკივილს იგრძნობთ, არამედ სისხლდენაც კი შეიძლება გამოიწვიოთ. გამოიყენეთ სინტომიცინის მალამო, ან ვაზელინი.
გაიკეთეთ საყურე. დადექით სარკის წინ, ერთი ხელით საყურე დაიჭირეთ და მეორეთი ყურის ბიბილო დაჭიმეთ. შემდეგ კი ეცადეთ ნაზად გაიკეთოთ საყურე.
როგორ შეუხამოთ პირსინგი სხვა აქსესუარებს და იყოთ მეტად ელეგანტური