როგორ მორთოთ სახლი საახალწლოდ ნაძვის ხის გარეშე - rogor.ge

როგორ მორთოთ სახლი საახალწლოდ ნაძვის ხის გარეშე

თაროები

წიგნების თარო შესანიშნავია არა მხოლოდ თქვენი საყვარელი წიგნებისთვის, არამედ საშობაო დეკორაციისთვისაც. დაკიდეთ მბზინავი გირლანდები, რომ ოთახი ნათელი და ლამაზი იყოს. თოვლის გლობუსები ყურადღებას მიიპყრობს არა მხოლოდ თაროზე, არამედ შერჩეული წიგნების კოლექციაზეც.

როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე, რომ სიმდიდრე მოიზიდოთ

ფანჯარა

ცივ საღამოებს კომფორტსა და სიმყუდროვეს შემატებს ჩამოკიდებული საახალწლო განათებები ან მინაზე ქაღალდის ფიფქები.

1-1702972415.png

კარი

თქვენ შეგიძლიათ გააოცოთ თქვენი სტუმრები სადღესასწაულო ინტერიერით პირდაპირ შემოსასვლელი კარიდან. ფიჭვის გვირგვინი ნებისმიერი კარის ლამაზი გაფორმება იქნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ გვირგვინების სხვადასხვა ვარიაცია.

2-1702972436.png

როგორ ჩამოვკიდოთ საახალწლო გვირგვინი კარზე

კედლები

ზამთარში სახლის მთავარი დეკორაცია ხშირად გირლანდია, რომელსაც ყველგან, კედლებზეც კი დაკიდებთ. მაგრამ თუ გსურთ გასული წლის ნოსტალგიით დატკბეთ, დაფიქრდით ამ პერიოდში გადაღებულ საყვარელ ფოტოებზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვის ფოტოა, სადაც თოვლის ბაბუის გვერდით დგახართ, თუ პოლაროიდის ფოტო წარსული კორპორატიული წვეულებიდან, მოათავსეთ ისინი ჩარჩოებში. ამ გზით თქვენ არა მხოლოდ შექმნით სადღესასწაულო განწყობას, არამედ ჩაიძირებით სასიამოვნო მოგონებებში.

3-1702972461.png

როგორ მორთოთ ნაძვის ხის ფეხი საკუთარი ხელით

სარკე

ისეთი ფუნქციური ნივთიც კი, როგორიც სარკეა, შეიძლება არაჩვეულებრივად გაფორმდეს. უბრალოდ დააწებეთ სახალისო სადღესასწაულო სტიკერები. საახალწლო სამოტივაციო ციტატებით სტიკერები კიდევ უფრო მეტ შთაგონებას მოგცემთ წლის წარმატებული დასასრულისთვის.

ყვავილები

ნაძვის ხის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა ყვავილები. ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ტენდენცია თანამედროვე სადღესასწაულო ინტერიერში. ხელოვნური ყვავილები, თითქოს თოვლით დაფარული, გაგაოცებთ ორიგინალურობით. თუ მათ ფიჭვის ან მანდარინის სურნელით გააჯერებთ, ეს კიდევ უკეთესი იქნება.

სად უნდა დადგათ ნაძვის ხე, რომ გაააქტიუროთ სიყვარულის, წარმატების და ფულის ენერგიები

სანთლები და დიფუზორები

არ დაგავიწყდეთ სახლის სადღესასწაულო სურნელების შესახებ. მოათავსეთ დიფუზორები მთელს სახლში. ეს სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

bol-1702972518.png

როგორ გაჩნდა ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია