როგორ მოამზადოთ ნამდვილი რაჭული ლობიანი
ცომი:
თბილ წყალში გახსენი საფუარი და მარილი. ჯამში ჩაყარე ფქვილი, გაუკეთე ჩაღრმავება და დაასხი საფუვრიანი წყალი. მოზილე ცომი და დადგი ასაფუებლად. ცელოფანი გადააფარე და თავი არ გადაუხმება.
ცომი რომ აფუვდება, მოჭერი და გუნდები გააკეთე. ხის ფიცარზე დაალაგე, ცელოფანი გადააფარე და ათი წუთი გააჩერე. აიღე გუნდა, გააბრტყელე, ჩადე ლობიო და თავი მოუკარი. ბევრი ნაოჭი არ უნდა გაუკეთო, ხინკალს კი არ ვაკეთებთ! ზედმეტი რაც დარჩება მოხვევის დროს, მოაწყვიტე, არ დაუტოვო. მერე ცოტა ფქვილი მოაყარე, ისევ გადააფარე ცელოფანი და 5 წუთი გააჩერე. მერე გააბრტყელე ორივე მხრიდან და დადე გახურებულ ტაფაზე. დაადე საჭრელებელი, შუაში ორი თითით ჩაჩხვლიტე და გამოაცხვე. წაიკითხეთ სრულად