"სახლში ყველაზე ძვირფასი რამ სიცარიელეა": კაცუზო ნიშის რჩევები, როგორ შეარჩიოთ სახლი, რომელიც მოგცემთ ძალასა და ჯანმრთელობას - rogor.ge

"სახლში ყველაზე ძვირფასი რამ სიცარიელეა": კაცუზო ნიშის რჩევები, როგორ შეარჩიოთ სახლი, რომელიც მოგცემთ ძალასა და ჯანმრთელობას

„მოერიდეთ იმ სახლებს და ბინებს, სადაც ადამიანები ხშირად ავადდებიან“

თუ ადამიანი კარგ ადგილას ცხოვრობს, მისთვის უფრო ადვილი იქნება სიცოცხლის გახანგრძლივება და კეთილდღეობის მიღწევა. ყველა ქალაქსა და სოფელში არის ასეთი ადგილები. როგორ ამოვიცნოთ ისინი? ნიშის თქმით, საცხოვრებლად ხელსაყრელ ადგილებში ადამიანები ნაკლებად ავადდებიან და დიდხანს ცოცხლობენ, ნაკლები უბედური შემთხვევა ხდება.

როგორ მოვაწყოთ ინტერიერი ჰაი-ტეკის სტილში

ნიშიმ რეკომენდაცია გაუწია საცხოვრებლის არჩევას იმ ხეების მიხედვით, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იზრდება. თუ ხეები იზრდება სწორად და აქვს ჯანსაღი ფოთლები, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ხელსაყრელია საცხოვრებლად. თუ ხეები დახრილია, ან საერთოდ არ ხარობს ამ ადგილას, მაშინ საცხოვრებელი ადგილი არახელსაყრელია.

„მოერიდეთ იმ სახლებსა და ბინებს, სადაც ადამიანები ხშირად ავადდებიან. ასევე, უმჯობესია აირჩიოთ სახლი, რომელიც აშენებულია გორაზე, ვიდრე დაბლობზე. თქვენი სახლი მზისგან უნდა იყოს განათებული დღეში მინიმუმ ექვსი საათის განმავლობაში. მზის შუქი იმდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, რომ იაპონიის სასამართლოები თითქმის ყოველთვის მხარს უჭერენ მაცხოვრებლებს, რომლებიც ითხოვენ სახლის აშენების აკრძალვას ისეთ ადგილზე, სადაც მზის სინათლე არ აღწევს” - თქვა ნიშიმ.

როგორ დავინახოთ მოჩვენება

ნიშას თქმით, სახლი ბუნებრივი მასალისგან უნდა აშენდეს. თუ ადამიანი გადადის ბეტონის კედლებით აშენებულ საცხოვრებელში, მაშინ უმჯობესია მისი კედლები ხით დაამშვენოთ ან ოთახები ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯით მოაწყოთ. ეს შეინარჩუნებს სახლის მაცხოვრებლების სიცოცხლისუნარიანობას.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ავეჯის სიმაღლეს. მაგალითად, თუ მუდმივად გიწევთ საჭმლის მომზადება მაგიდაზე, რომლის სიმაღლე 86 სანტიმეტრია, დროთა განმავლობაში ზურგის ტკივილი შეგაწუხებთ. ამიტომ სამზარეულოს მაგიდის ოპტიმალური სიმაღლე, ნიშის აზრით, 96 სანტიმეტრი უნდა იყოს.

როგორ მოვაწყოთ სამზარეულოს ღია თაროები - საუკეთესო იდეები ინსპირაციისთვის

"აირჩიე ხუთი არასაჭირო რამ ყოველ კვირას"

სახლის ავეჯს ბევრი რამის თქმა შეუძლია მის მფლობელზე. ამრიგად, სახლში, სამზარეულოსა და კარადებში არეულობა იმაზე მეტყველებს, რომ მასში მცხოვრები ადამიანების სხეული დასუსტებულია. ეს არის სიგნალი, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას: დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებენ სხეულს.

”მას შემდეგ, რაც თქვენს სხეულს დაასვენებთ, უნდა შეადგინოთ შესასრულებელი სამუშაოების გეგმა სახლში წესრიგის აღსადგენად. ამ აქტივობამ არ უნდა დაგაღალოთ. მაგალითად, დაპირდით საკუთარ თავს, რომ ამაღამ სამზარეულოს მხოლოდ ერთ თაროს მოაწესრიგებთ. ხვალ მეორეს. ამ გზით ნელ-ნელა მოაწესრიგებთ თქვენს სახლს. რატომ არის სახლში წესრიგი ასე მნიშვნელოვანი? თუ შენს კარადაში წესრიგი იქნება, წესრიგი იქნება შენს საქმეებშიც" - განმარტა კაცუზო ნიშიმ.

ნიში გირჩევთ ყოველკვირეულად აირჩიოთ ხუთი ნივთი, რომელსაც არ იყენებდით რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ნივთები შეიძლება სხვა რამისთვის გამოიყენოთ ან სხვას მისცეთ. ის, რაც არავის სჭირდება, უნდა გადააგდოთ.

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი, რომ მივცეთ მოტივაცია გამარჯვებებისა და მიღწევებისკენ

იმისათვის, რომ სახლში ჰარმონიული ენერგია შეიქმნას, იქ სიამოვნებით იცხოვროთ, საჭიროა მისი გაფორმება. ნიში გვირჩევს ამის გაკეთებას ბუნების ნახატებით ან ლარნაკებით და სხვა დეკორატიული ნივთებით. სახლის ასეთი დეკორაციები ეხმარება მასში მცხოვრებ ადამიანებს თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. შექმენით ჰარმონიული სივრცე თქვენს სახლში და ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრება!

როგორ მიხვდეთ, რომ თქვენს გვარში ჯადოქრები იყვნენ - 5 ნიშანი