როგორ მოემზადოთ ახალი წლისთვის ნერვიულობის და ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე - rogor.ge

როგორ მოემზადოთ ახალი წლისთვის ნერვიულობის და ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვის გარეშე

მაგიდა ახლებურად გაშალეთ

შეცვალეთ თქვენი მენიუ. მაგალითად, ხიზილალასთვის, თეთრი პურის ნაცვლად, აიღეთ მარცვლეულის პური. ქათამი შეიძლება დამარინადებული იყოს, თევზის სტეიკი კი წვრილად დაჭრილ თხილისა და მწვანილის ნარევში ჩადეთ.

1-1702287886.png

ზოდიაქოს ამ 7 ნიშანს 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებს: როგორ შეიცვლება თქვენი მდგომარეობა

იყიდეთ ყველაფერი ერთდროულად

წინასაახალწლო აურზაურში შოპინგი ძალიან რთულია, რადგან მუდმივად მოგიწევთ რიგში დგომა. მაღაზიებს არაერთხელ უნდა ესტუმროთ. კარგი გამოსავალია, რომ შეიძინოთ ყველაფერი ერთად. ამასთანავე, წინასაახალწლო აქციების ფარგლებში შესაძლოა დაგიბრუნდეთ ქეშბექიც.

საახალწლო დეკორაციებით გააფორმეთ

დადეთ მაგიდაზე პატარა ნაძვის ხე, დაამშვენეთ ვინტაჟური სათამაშოებით და შემოახვიეთ ლამაზი გირლანდი. ჩვეულებრივი ნათურების ნაცვლად ნაძვის ხეზე შეიძლება იყოს ფიფქები, სანთლები ან თუნდაც დრაკონები! თუ ნაძვის ხის მორთვა არ გსურთ, იყიდეთ რამდენიმე სურნელოვანი ნაძვის ტოტი, ჩადეთ ვაზაში და გააფორმეთ პატარა მანდარინებით.

2-1702287906.png

6 მეთოდი, თქვენი ნაძვის ხე უფრო მდიდრული გახადოთ

გაახარეთ სხვები

საახალწლოდ სხვების გახარების ერთ-ერთი მთავარი გზაა საჩუქრების ყიდვა. თუ ამას გულით აკეთებთ, მაშინ საყვარელი ადამიანებისთვის და მეგობრებისთვის საჩუქრების არჩევა ისევე სასიამოვნოა, როგორც მათი მიღება! თუ ვერ გადაწყვიტეთ რა აჩუქოთ, შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ, მაგრამ მაშინ ეს მისთვის მოულოდნელობა არ იქნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტიც. მიუთითეთ, ვისთვის გსურთ ყიდვა და ხელოვნური ინტელექტი იფიქრებს თქვენ მაგივრად. აუცილებლად შეფუთეთ საჩუქრები.

როგორ შევინახოთ სწორად ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო დეკორაცია