როგორ უვლის თავს ანი ტყებუჩავა: "სამი ოქროს წესი მაქვს და ვერ ვგრძნობ, რომ 40 წლის ვარ" - rogor.ge

როგორ უვლის თავს ანი ტყებუჩავა: "სამი ოქროს წესი მაქვს და ვერ ვგრძნობ, რომ 40 წლის ვარ"

"ვვარჯიშობ და 40 წლის ასაკში ჩემს თავს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთე – სიგარეტს დავანებე თავი. სამი ოქროს წესი მაქვს: წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში; არასოდეს უნდა დავიძინოთ მაკიაჟით და ძილის წინ სახე ყოველთვის სპეციალური საშუალებებით დავიბანოთ; არასდროს წავისვათ ნაჩუქარი კრემები ცნობისმოყვარეობის მიზნით, თუ კარგად არ გავერკვევით, რამდენად მიესადაგება ჩვენი კანის სტრუქტურას.

ჩემთვის სასურველია, მქონდეს ის წონა, რომელიც ამა თუ იმ ასაკში მისაღებია. როცა სასურველ წონაზე ვარ, მაშინ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როგორც კი ვიმატებ, ბევრი რამის სურვილი მეკარგება ცხოვრებაში. საბედნიეროდ, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობების შემდგომ პერიოდებში მქონდა. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მეათე დღეს გავედი გადასაღებ მოედანზე და ძლივს დავდიოდი, რადგან თან საკეისრო გავიკეთე და თან დიდი წონა მქონდა. სანამ სასურველ ფორმაში არ ჩავდექი, გადაღებების გარდა არსად დავდიოდი, არც მეგობრებთან მინდოდა შეხვედრა, რის გამოც ალბათ ბევრი გავანაწყენე. წაიკითხეთ სრულად