როგორ შექმნათ ზამთრის ფენებიანი "კაპსულის" გარდერობი: 4 გამოსადეგი რჩევა სტილისტისგან - rogor.ge

როგორ შექმნათ ზამთრის ფენებიანი "კაპსულის" გარდერობი: 4 გამოსადეგი რჩევა სტილისტისგან

აირჩიეთ "მარადიული კლასიკა"

ზამთრის გარდერობს სჭირდება კლასიკური ბაზა. თუ გაზაფხულსა და ზაფხულში მარტივად შეძლებთ ლუქის შექმნას ტრენდული სამოსისგან, სიცივეში ეს გაცილებით რთულია. მაგალითად, შავი ნაქსოვი კაბა მარტივად შეიძლება შეუხამოთ თითქმის ნებისმიერ პიჯაკს ან სვიტერს, ხოლო კლასიკური შარვალი შეიძლება ჩაიცვათ ჩექმებთან.

capture1-1701934960.png

როგორ ვიყოთ მეტად ელეგანტურები: 6 რამ, რაც თქვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს

მოერიდეთ ტენდენციებს ზოგიერთი სამოსისთვის

მაგალითად, ქურთუკები, ჩექმები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს. სვიტერი "ანგორა" ან კარდიგანი რამდენიმე სეზონის მანძილზე შეიძლება გამოიყენოთ. ისინი შეიძლება დაამშვენოთ ფერადი შარფით, გულსაბნევით. ეს თბილი ტანსაცმელი დაგიცავთ ყინვისგან და გაამრავალფეროვნებენ თქვენს იერს აქსესუარების დახმარებით. რაც შეეხება ქუდებს, ჩანთებს, სამკაულებს, შარფებს, ხელთათმანებს, ისინი შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველ სეზონზე.

capture2-1701934970.png

როგორ ჩავიცვათ ქვედაკაბა ზამთარში

ნუ უგულებელყოფთ "ნეიტრალურ ჩრდილებს"

მონოქრომული ყოველთვის გამოიყურება "ძვირადღირებულად", ამიტომ ცუდი არაფერია "კაპსულის" რამდენიმე მონათესავე ფერის შეკრებაში. ნეიტრალური ჩრდილები შესანიშნავია მინიმალისტური ზამთრის გარდერობისთვის, რადგან ისინი კარგად უხდება სხვა ნივთებს. იფიქრეთ შავზე, თეთრზე, ყავისფერსა და ნაცრისფერზე – ისინი კარგად ერწყმიან ერთმანეთს და სხვა აქსესუარებს.

cap3-1701934981.png

როგორ გავალამაზოთ ტანსაცმელი მარტივი მეთოდის გამოყენებით (ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ)

უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვნება

კიდევ რა უნდა ჩაიცვათ ცივ ამინდში? თუ აირჩევთ კლასიკურ სტილს და სწორ ფერებს, მაგრამ არ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ მორგება ისინი ერთმანეთს, ეს გარკვეულწილად სიახლეს შემოიტანს. სტილისტი გვირჩევს ცივი ამინდისთვის ტანსაცმლის ყიდვისას დაფიქრდეთ: „სამსახურში რომ ჩავიცვა და საღამოს მეგობრებმა ყავაზე დამპატიჟონ, კომფორტული იქნება ჩემთვის?“ იდეალურ სიტუაციაში თქვენ უნდა ეძებოთ უნივერსალური რამ. მაგალითად, ზამთრის კომბინიზონი ძალიან კარგია, მაგრამ არა ბოლომდე პრაქტიკული: მისი ჩაცმა მხოლოდ ქალაქგარეთ ან სათხილამურო კურორტზე შეიძლება. მაგრამ თბილი, მყუდრო ტედი ქურთუკი შესანიშნავია ნებისმიერი სიტუაციისთვის!

cap4-1701934990.png

3 მარტივი მეთოდი, რომელიც მოდის ბლოგერს დაგამსგავსებს