როგორ გააოცოთ სილამაზით: არაბი პრინცესების 6 საიდუმლო, რომლის გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში შეგიძლიათ - rogor.ge

როგორ გააოცოთ სილამაზით: არაბი პრინცესების 6 საიდუმლო, რომლის გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში შეგიძლიათ

კეფირის ნიღბები

თუ თმაზე წაისვამთ კეფირის ნიღაბს და გაიჩერებთ 10 წუთის მანძილზე, თმის მოცულობა გაგეზრდებათ და ლამაზი კულულები გექნებათ. უმჯობესია თუ კეფირს მაღაზიაში არ შეიძენთ და თავად გააკეთებთ.

ბუნებრივი საღებავები

შავი თმის ფერი ბუნებრივია არაბი ლამაზმანების უმეტესობისთვის, მაგრამ მდიდარი ელფერის მისაღწევად შეგიძლია გამოიყენოთ ბასმა ან ხნა. საღებავები შეიძლება გაიჩეროთ თმაზე 5-8 საათამდე, იმის მიხედვით, თუ რა შედეგის მიღება გსურთ. მთავარია ასეთი საღებავი ჩამოიბანოთ არა შამპუნით, არამედ ჩვეულებრივი წყლით.

ძვირფასი ზეთები

არაბი ქალების ნამდვილი ფავორიტია არგანის ზეთი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თმის, სახის და სხეულის მოვლისთვის. მაგალითად, თუ ამ ზეთის მხოლოდ რამდენიმე წვეთს დაუმატებთ თქვენს შამპუნს, თქვენ მიიღებთ გლუვ თმას კონდიციონერის გარეშეც. ეს პროდუქტი არბილებს კანს, ასევე, ებრძვის აკნეს E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო.

ვარდები არ გამოიყენება მხოლოდ თაიგულებისთვის

ვარდის წყალი თანამედროვე სუნამოების ბუნებრივ ალტერნატივად გამოიყენება. ის, ასევე, ხელს უწყობს სახის კანის განახლებას, სიწითლისა და გამონაყარის მოცილებას.

როგორ მოამზადოთ ვარდის წყალი და რაში გამოიყენოთ

კურკუმას ნიღაბი

არაბმა ლამაზმანებმა ინდოელი ქალებისგან შეიტყვეს კურკუმას სარგებლიანობის შესახებ და ახლა ყველა გოგონას შეუძლია გამოიყენოს ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური ნიღაბი. მის მოსამზადებლად საჭიროა აიღოთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. აურიეთ ყველაფერი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ჰამამი

უძველეს დროში ჰამამი საკუთარი თავის "განახლების" ერთადერთი საშუალება იყო, მაგრამ ის დღესაც პოპულარულია. ჰამამის წყალობით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, გაწმინდოთ ფორები ტოქსინებისგან, გათავისუფლდეთ სახსრების ტკივილისა და ჭარბი წონისგან. ჰამამის შემდეგ კანზე ყავის ნალექისგან დამზადებული ბუნებრივი სკრაბი უნდა წაისვათ.

როგორ მოამზადოთ ვარდის წყალი და რაში გამოიყენოთ

ნუტრიციოლოგის 3 რჩევა, რომელიც თქვენს თმას ლამაზსა და ჯანმრთელს გახდის - რაშია საიდუმლო?

როგორ მივიღოთ სწორად კოლაგენი და ჰიალურონის მჟავა, რომ დადებითი ეფექტი ვიგრძნოთ კანზე?

როგორ დაიცვათ თმა დაზიანებისგან ხშირი შეღებვისას