როგორ ვიკარგებით ცხოვრებაში - 10 ციტატა, რომლებიც თქვენი ცხოვრების წესზე დაგაფიქრებთ - rogor.ge

როგორ ვიკარგებით ცხოვრებაში - 10 ციტატა, რომლებიც თქვენი ცხოვრების წესზე დაგაფიქრებთ

როდესაც მოვლენები არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ ვიკარგებით. ამიტომ, ჯობია, მოლოდინი საერთოდ არ გქონდეთ, უბრალოდ, მომზადებული იყოთ ნებისმიერი შემობრუნებისთვის. - მაქს ფრაი

ჩვენ ვცხოვრობთ აზრთა საზოგადოებაში, სადაც არავინ არაფერი იცის, მაგრამ სურს ჰქონდეს აზრი ნებისმიერ საკითხზე. - ჟაკ ფრესკო

ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ. ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, წარმოიქმნება ჩვენი ფიქრებით. ჩვენ ვქმნით სამყაროს ჩვენი აზრებით. - ბუდა

ნიჭი ფულს ჰგავს: არ არის აუცილებელი გქონდეს, რომ მასზე ისაუბრო. - ჟიულ რენარი

ჯობია გქონდეს ერთი ბრწყინვალე მხარე, ვიდრე იყო ყოველმხრივად მოსაწყენი. - პაველ შარპი

ადამიანი ღირებულია, როცა მისი სიტყვები ემთხვევა მის ქმედებებს. - ოსკარ უაილდი

როცა ვუთხარი, რომ არ მინდოდა მისი ნახვა, მან შუქი ჩააქრო. შენ კი უბრალოდ განაწყენდი და წახვედი, ამიტომაც ვარ მასთან. - ანჯელინა ჯოლი

სჯობს არ გქონდეს აზრი ღმერთზე, ვიდრე გქონდეს მისდამი უღირსი აზრი. - ფრენსის ბეკონი

ცვლილებებისთვის მზადყოფნა და თავისუფალ ადამიანად დარჩენა, მიუხედავად რთული ვითარებისა, ის ძალაა, რომელსაც ვერაფერი ჩაახშობს. - ჰელენ კელერი

როცა ვჩქარობთ, რომ გვქონდეს, ვივიწყებთ იმას, რომ ვიყოთ. - ერიხ ფრომი

როგორ მოიქცევა ძლიერი ქალი ურთიერთობაში, თუ ამ 8 ნიშანს შეამჩნევს

"არ უნდა შეხვიდე იმავე წყალში, ის უკვე ბინძურია" - თეთრი მაგის რჩევები, თუ როგორ იცხოვროთ სწორად

"ჩვენ ცხოვრებას ფუჭად ვიყენებთ. სიცოცხლე არ იქნება ხანმოკლე, თუ მას ოსტატურად გამოიყენებ" - ჰიპოკრატეს 5 მნიშვნელოვანი ციტატა