როგორ მოვამზადოთ შოკოლადის "ვარენიკები" - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის "ვარენიკები"

მოხარშული ცომისთვის შეურიეთ ფქვილი, კაკაო, მარილი, მდუღარე წყალი, მცენარეული ზეთი და ფრთხილად მოზილეთ ცომს, რომელიც ხელზე არ გეწებებათ. ამის შემდეგ დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაყავით ორ ნაწილად. ცომის ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ თხელ ფენად, შემდეგ ამოჭერით წრეები.

წრეები გააბრტყელეთ და შეავსეთ შაქრით, ჩადეთ ალუბალი, სასურველია გაყინული და ფრთხილად მოუკარით ცომს კიდეები.

მოხარშეთ "ვარენიკები" მარილიან წყალში წყლის ადუღების შემდეგ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოამზადეთ ვანილის სოუსი. გააცხელეთ კრემი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი და ურიეთ სანამ არ შესქელდება.

სოუსი მოასხით "ვარენიკებს" და გემრიელად მიირთვით!