5 გზა, თუ როგორ გაიღვიძოთ დილაობით დროულად - rogor.ge

5 გზა, თუ როგორ გაიღვიძოთ დილაობით დროულად

აირჩიეთ საუკეთესო დრო

დილის 8 საათისთვის სისხლში ადრენალინის დონე პიკს აღწევს, ტესტოსტერონის ყველაზე მაღალი დონე კი დილის 7-დან 9 საათამდეა. უკეთესია, თუ ამ დროს გაიღვიძებთ.

სინათლე დაგეხმარებათ სწრაფად გაღვიძებაში

აანთეთ სინათლე, გასწიეთ ფარდები. თუ საძინებელში იქნება შუქი, იძულებული იქნებით გაიღვიძოთ.

აარჩიეთ მაღვიძარა

სხვადასხვა სახის მაღვიძარა არსებობს. თანამედროვე მწარმოებლები ცდილობენ ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებას, რომლებსაც სძულთ მაღვიძარას საშინელი ზარი, რომელიც ბევრს თავიდანვე სტრესში აგდებს. ალტერნატივად, შეგიძლიათ აარჩიოთ მაღვიძარა, რომელიც დანიშნულ საათზე წყლის ნაკადის ხმებს, ჩიტების ჭიკჭიკს და სხვა სასიამოვნო ხმებს გამოსცემს. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური საკითხია. თუ მაღვიძარას მკვეთრი ხმები ნამდვილად გაწუხებთ, აირჩიეთ ალტერნატივა.

გააკეთეთ გაწელვები

დაჭიმეთ სხეული საწოლში. ეს ვარჯიში დააჩქარებს „ჩართვის“ პროცესს და გარდა ამისა, კარგია კუნთებისთვის. იმავდროულად, ის ასევე თავიდან აგარიდებთ ფეხის კრუნჩხვებს.

მიიღეთ ჭიქა წყალი

ადექით და დალიეთ ჭიქა წყალი, რომელიც წინა ღამით საწოლთან დატოვეთ. ეს დააჩქარებს გამოფხიზლებას, "გააღვიძებს" ნაწლავებს და მოამზადებს სხეულს საუზმისთვის.

ყავა წყლის გარეშე: არომატული სასმელის საიდუმლო რეცეპტი

6 ჯანსაღი საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილაობით

ტოპ 5 საუზმე, რომელიც მოგცემთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში: სია დიეტოლოგისგან