სად ჩააბაროთ მეორეული ტანსაცმელი, რომელიც აღარ გჭირდებათ - rogor.ge

სად ჩააბაროთ მეორეული ტანსაცმელი, რომელიც აღარ გჭირდებათ

ჩააბარეთ საქველმოქმედო უფასო მაღაზიაში

1-1698831312.jpg

მოხალისეების მიერ შექმნილი საქველმოქმედო სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. სივრცე მუშაობს შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჭურჭლის, სათამაშოების და სხვა ნივთების მოტანა (და წაღებაც) შეგიძლიათ ყოველ შაბათს და კვირას. მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის, ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების, სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ. გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი.

დაპოსტეთ ფეისბუქის "საჩუქრების" ჯგუფში. ეს ჯგუფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, სხვა ადამიანებს აჩუქოს ან იჩუქოს სასურველი ნივთი ან მომსახურება. ჯგუფი არ შექმნილა ქველმოქმედების მიზნით. მისი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულის გაზიარებაა.

მიიტანეთ ტანსაცმელი ეკლესიებში

ზოგიერთი ეკლესია აგროვებს ტანსაცმელს საქველმოქმედო მიზნით. გაიგეთ, იბარებს თუ არა თქვენს უბანში მდებარე ეკლესია ტანსაცმელს და მიიტანეთ.