როგორ მოვუაროთ ორქიდეას
გაარკვიეთ ყვავილის ასაკი - სხვადასხვა ჯიშის ორქიდეა, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყოს. აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ყვავილი ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დიდხანს ყვაოდეს.
ხშირად არ გადააადგილოთ - ორქიდეას არ მოსწონს მცირე გადაადგილებაც კი, რადგან ის სხვადასხვანაირად რეაგირებს სინათლეზე. თუ მაინცდამაინც საჭიროა ქოთანის ადგილის შეცვლა, ეცადეთ ზუსტად ისე დადოთ, როგორც თავდაპირველად იყო. ასევე, არ გადააადგილოთ მორწყვის დროს. მოძრაობა მის ზრდაზე უარყოფითად აისახება.
ყურადღება მიაქციეთ ფესვებს - ორქიდეის ფესვები აქტიურად არიან ჩართულნი ფოტოსინთეზის პროცესში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სინათლით უზრუნველყოფა. ვინაიდან რეკომენდებული არ არის მისი გადაადგილება, საკმარის სინათლეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. კერძოდ, კერამიკული ქოთანის ნაცვლად, გამოიყენეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერები, სადაც სადრენაჟო ხვრელები დიდი რაოდენობითაა. მათ ფესვებს განსაკუთრებულობას ანიჭებს უთანასწორო ზედაპირს, ამიტომ ეცადეთ კონტეინერიც ამის მიხევდით შეარჩიოთ. გარდა ამისა, მკვეთრმა კიდეებმა შეიძლება დააზიანოს ფესვთა სისტემა. გაგრძელება