რა ნივთები უნდა გქონდეთ მანქანაში ყოველი შემთხვევისთვის
რა უნდა გქონდეთ მანქანის სალონში
- პირველი დახმარების ნაკრები - ტკივილგამაყუჩებლები, გულის წამლები, სიცხის დამწევი საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრი;
- წყლის ბოთლები;
- მზა საკვები;
- რუკები, რადგან თქვენი ინტერნეტი შეიძლება შეფერხდეს არასასურველ დროს.
რა უნდა გქონდეთ საბარგულში
- გამაფრთხილებელი სამკუთხედის ნიშანი, ასევე, ამრეკლავი ჟილეტი, რათა სხვა მძღოლებმა დაგინახონ ღამით და არ დაგარტყან;
- ცეცხლსაქრობი;
- საწვავის ჰერმეტულად დალუქული კონტეინერი, სასარგებლოა, თუ საწვავის დროულად შევსებას ვერ მოახერხებთ;
- გასაღების ნაკრები;
- ტუმბო;
- დომკრატი;
- საბურავის წნევის სენსორი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს მართვა, საწვავის ეკონომია, გაზარდოს საბურავის "სიცოცხლის" ხანგრძლივობა.
მეტი კომფორტისთვის
- ავარიის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ტანსაცმლის გამოცვლა;
- USB დამტენი მობილური მოწყობილობებისთვის და ფაუერ ბენკი.