5 მეთოდი, თუ როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე
ხახვი გააცივეთ - ხახვით კერძის მომზადებამდე მოათავსეთ საყინულეში ან მაცივარში ოცი წუთით. თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ დროდადრო გარეცხოთ ის ცივი წყლით;
დაასველეთ დანის პირი წყალში პერიოდულად - ეს მეთოდი დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენ მოგიწევთ ხახვი დაჭრათ წყლის თასის ან ონკანის გვერდით.
გაიკეთეთ სათვალე და ისუნთქეთ მხოლოდ პირით;
გამოიყენეთ ლიმონის წვენი - თუ ლიმონს ერთდროულად დაჭრით ან პერიოდულად გაატარებთ დანის პირს ლიმონის რბილობში, ეფექტური იქნება;
საღეჭი რეზინა - რატომ უნდა დაღეჭოთ რეზინი ხახვის დაჭრისას? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს ცრემლდენის ეფექტის განეიტრალებას.