როგორ გავხადოთ მაკარონის სუპი განსაკუთრებულად გემრიელი და ჯანსაღი - rogor.ge

როგორ გავხადოთ მაკარონის სუპი განსაკუთრებულად გემრიელი და ჯანსაღი

ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური და ცოტა მარილი და მსუბუქად შეწვით, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

დაუმატეთ გოგრა, კარტოფილი, პომიდორი, როზმარინი და ადუღეთ ერთი წუთი, შემდეგ დაუმატეთ ბულიონი ან წყალი და ხარშეთ 25 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ ლობიო, მწვანილი და მაკარონი და მოხარშეთ კიდევ 10 წუთი (ან მაკარონის ინსტრუქციის მიხედვით).

მეორე ვარიანტი: ჩვეულებრივ ქვაბში მოსამზადებლად, მოხარშეთ გოგრა-კარტოფილის ნარევი 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ლობიო, მწვანილი და სპაგეტი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი, ან სანამ მაკარონი თქვენი გემოვნებით მოიხარშება.