5 შეცდომა მოგზაურობისას, რომელიც უმოწყალოდ გახარჯინებთ ფულს: მარტივი ცხოვრებისეული ხრიკები - rogor.ge

5 შეცდომა მოგზაურობისას, რომელიც უმოწყალოდ გახარჯინებთ ფულს: მარტივი ცხოვრებისეული ხრიკები

ვალუტის შეძენა აეროპორტში

გახსოვდეთ, რომ აეროპორტი ყოველთვის ამატებს თავის ფასს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის უცხოურ ვალუტაზე.

დღეს ყველგან შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით, ასე რომ შესაძლოა ნაღდი ფული არ დაგჭირდეთ. თუ ის მაინც გჭირდებათ, მაშინ ჯობს დაახლოებით 100 ევრო გადაახურდავოთ თქვენს მშობლიურ ქვეყანაში, ადგილობრივი კურსით. დანარჩენი ქეშის შეძენა კი დანიშნულების ადგილას, ქვეყანაში ჯობს. ოღონდ, არა აეროპორტში.

გადახდა ადგილობრივი ვალუტით

მაღაზიებში, კაფეებში და სხვა პუნქტებში უფრო ბიუჯეტური იქნება ადგილობრივი ვალუტით გადახდა, ვიდრე ყიდვისას ვალუტის კონვერტაციის გამოყენება.

სწრაფად ვერ ითვლით

საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ უნარის გარეშე დიდი ალბათობით ზედმეტს გადაიხდით. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გსურთ შეიძინოთ ტანსაცმელი საზღვარგარეთ, რომელიც ასევე იყიდება საქართველოში. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოში გაცილებით იაფია. ასეთი მაგალითები ბევრი შეიძლება იყოს, ასე რომ თქვენ უნდა შეძლოთ, სულ მცირე, უხეშად გაიგოთ საქონლის ღირებულება ჩვენს ვალუტაში და შეადაროთ ფასები.

არ იყენებთ ადგილობრივი ფასდაკლების ბარათს

ევროპის ქვეყნებში (მაგალითად ვენაში) არსებობს სპეციალური ფასდაკლების ბარათი Vienna card, რომლის შეძენა აეროპორტშიც შეგიძლიათ. ამ ბარათით მიიღებთ ფასდაკლებას საჭმელსა და მაღაზიებში შოპინგისას (დაახლ. 20%).

მიდიხართ მოუმზადებელი

სხვა ქვეყანაში ჩასვლამდე შეამოწმეთ ფასები, სად არის იაფი, სად უფრო ძვირი და ა.შ. ადგილობრივი ფასების მიახლოებითი ცოდნის გარეშე, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად მეტი გადაიხადოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ტურისტი ხართ.

თუ თქვენ ვერ იპოვეთ სანდო რჩევა ინტერნეტში, ესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას, სასტუმროს მუშაკებს ან ტაქსის მძღოლებს. მაგრამ არ გამორთოთ რაციონალური აზროვნება. თუ რომელიმე თქვენი მეგობარი უკვე იყო იქ, სადაც თქვენ მიფრინავთ, ჰკითხეთ მას გამოცდილების შესახებ.