7 რამ, რომლითაც უნდა აღჭურვოთ თქვენი სამუშაო ადგილი, რომ უფრო პროდუქტიული გახადოთ - rogor.ge

7 რამ, რომლითაც უნდა აღჭურვოთ თქვენი სამუშაო ადგილი, რომ უფრო პროდუქტიული გახადოთ

კაბელის ორგანიზატორი

მაგიდაზე ან იატაკზე სადენების გროვა მოუწესრიგებლად გამოიყურება, ასევე, კაბელები ერთმანეთში იხლართება და რთულია ერთი მოწყობილობის გათიშვა და მეორეს მიერთება. სპეციალური ორგანიზატორები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ასეთი დისკომფორტი, შეინარჩუნოთ წესრიგი და სწრაფად იპოვოთ შესაბამისი კაბელი.

1-1695795521.jpg

მაგიდის ორგანიზატორი

ასეთი ორგანიზატორი დაგეხმარებათ შეინახოთ ყველა თქვენი ნივთი და არ დაკარგოთ დრო ძებნაში.

2-1695795530.jpg

დამატებითი უჯრა

დამატებითი უჯრები სასარგებლოა, თუ ნივთები არ ეტევა თაროებზე.

3-1695795539.jpg

მაუსის ბალიში მაჯის საყრდენით

ძნელია სამუშაოზე კონცენტრირება, თუ ხელები გტკივათ. ასეთ სიტუაციაში დაგვეხმარება მაუსის ბალიში მაჯის საყრდენით. საყრდენი შეამცირებს დატვირთვას მაჯაზე და ხელს სწორ პოზიციაში ამყოფებს ხანგრძლივი მუშაობის დროსაც კი.

4-1695795548.jpg

ფეხის საყრდენი

აქსესუარი ამცირებს დატვირთვას კუნთებზე და უზრუნველყოფს კომფორტულ პოზას სამუშაო დღის განმავლობაში.

5-1695795558.jpg

სმარტფონის სტენდი

აქსესუარი საშუალებას მოგცემთ შეინახოთ გაჯეტი მოსახერხებელ მდგომარეობაში და ძალიან გამოგადგებათ, მაგალითად, ონლაინ ტრენინგის ან სამუშაო ზარის დროს. ხელმისაწვდომია სტანდარტული სადგამები და მოდელები სხვადასხვა სიმაღლით და დახრილობის კუთხით. უმჯობესია აირჩიოთ დამჭერები რეზინის ფეხებით, რათა სადგამი არ სრიალებდეს მაგიდის გლუვ ზედაპირზე.

6-1695795566.jpg

ნათურა ტაიმერით

ნათურაში ჩაშენებული ტაიმერი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ დრო ისე, რომ არ დაგავიწყდეთ შესვენება. მოწყობილობა ასევე სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც იყენებს დროის მართვის სპეციალურ ტექნიკას, რომელიც მიმართულია პროდუქტიულობის გაზრდისკენ.

7-1695795574.jpg