როგორ დავუმეგობრდეთ ადვილად ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორ დავუმეგობრდეთ ადვილად ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძთან სიჯიუტე მოთოკეთ. არასოდეს გაეჯიბროთ პროფესიონალურ მიღწევებში, თუკი რაიმეს კეთება მასზე უკეთ გამოგდით ნუ გააკეთებთ ამის აფიშირებას საჯაროდ. ჰკითხეთ რჩევა და ამ ჟესტით მოხიბლულს საკუთარი მოსაზრება და პრეტენზიაც დელიკატურად შეაპარეთ. თუკი ვერძს ჯიბრში არ ჩაუდგებით, იგი ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს აზრს.

კუროსთან უყურადღებობას, უპასუხისმგებლობას და სიზარმაცეს ნუ მისცემთ ინტენსიურ ხასიათს. თუ ის თქვენი უფროსია შესაძლოა პირველივე ჯერზე არ მიგითითოთ ნაკლზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს რომ მან რამე ვერ შეამჩნია. იყავით მოწესრიგებული და საიმედო. ასე კურო საკუთარ მოკავშირედ ჩაგთვლით. თუკი ყველაფერ ამასთან ერთად ერთი ორჯერ გემრიელ ლანჩზეც მიიპატიჟებთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოგებული გაქვთ.

ტყუპთან მეტი გახსნილობა, კომუნიკაცია და ნაკლები პრეტენიზულობა მოგეთხოვებათ. თუკი თქვენი ნაცნობი ტყუპი ნერვებზე მოქმედებს საკუთარი ცვალებადობითა და უპასუხისმგებლო საქციელით, მაქსიმალურად მოერიდეთ მასთან ერთად საერთო საქმის კეთებას. მაგრამ აგრძნობინეთ, რომ ინფორმაციის მოძიების კუთხით მასზე უკეთეს "რესერჩერს" ვერსად იპოვნით. ტყუპი აფასებს ამგვარ ნდობას და ყოველთვის მოგამარაგებთ ცხელ-ცხელი ინფორმაციით.

კირჩხიბი ალბათ გულს გამუდმებული წუწუნითა და ოჯახის წევრებზე მრავალსაათიანი საუბრებით გიწყალებთ. მაგრამ საიმისოდ რომ ამ ადამიანის მეგობრობა დაიმასხუროთ, სასურველია, პერიოდულად ყურადღებით მოუსმინოთ მის მონათხრობს და მხარიც აუბათ საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ მოყოლილი ისტორიებით. კიბო თავისნაირად ანუ "შინაურად" ჩაგთვლით და მასზე კარგი დასაყრდენი სამსახურში ან მეგობრობაში არავინ გეყოლებათ.

ლომი სხვების ნევრვებზე მედიდურობითა და ტრაბახისადმი ქრონიკული მიდრეკილებით მოქმედებს. მაგრამ თუკი თქვენ ამის გამო მასხრად აიგდებთ მის შესაძლებლობებს, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიმტეროთ იგი. აღიარეთ მისი უპირატესობა, თუნდაც საერთოდ არ თვლიდეთ ასე. ხშირად შეუქეთ ლაპარაკის მანერა, ჩაცმულობის სტილი ან სუნამო რომელსაც ხმარობს. იგი მალე ოთხ თათზე დამდგარ მოთვინიერებულ ფისუნიას დაემსგავსება თქვენ წინაშე მორიგი კომპლიმენტის მოლოდინში.

ქალწული გარშემო მყოფთა გაღიზიანებას ზედმეტი კრიტიკულობით, სიძუნწითა და პედანტიზმით იწვევს. ნუ აუშარდებით მას ამის გამო. თორემ გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას აღმოჩნდეს, რომ დამღუპველი შეცდომები გაგეპარათ სადღაც. ქალწულის სისუსტე თავის მოვლის, დიეტოლიგიისა და კვების საკითხებია. ხშირად გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ მხრივ და კომპეტენტური რჩევაც კითხეთ. იგი ძალიან დააფასებს ამას. გაგრძელება