როგორ კარგავენ ქალები მამაკაცების მხრიდან ინტერესს - rogor.ge

როგორ კარგავენ ქალები მამაკაცების მხრიდან ინტერესს

ზედმეტად აქტიურობდით

თუ თქვენ გამუდმებით წედრით, ურეკავდით, ეპატიჟებოდით სადმე, ზედმეტ ინტერესს იჩენდით, შესაძლოა თავი სწრაფად მოაბეზრეთ.

ძალიან ადრე დათანხმდით

როდესაც მამაკაცი ხვდება, რომ მარტივად მოგხიბლავთ, ის მალე შეწყვეტს მცდელობას. რატომ უნდა დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, თუ ის უკვე იღებს თქვენგან მთავარს? და ზოგადად, მან შეიძლება აღარ დაგაფასოთ, როდესაც მიხვდება, რომ მზად ხართ ასე სწრაფად დანებდეთ.

თქვენ მასთან მუდმივად წუწუნებთ

თუ მასთან მუდმივად წუწუნებთ და რეალურად ახლახან დაიწყეთ ურთიერთობა, თქვენ სწრაფად დაუკარგავთ ინტერესს. მას სჭირდება სიყვარული და სიმსუბუქე და არა ტვირთი და ზეწოლა.

თქვენ "გახსენით ყველა კარტი"

თქვენ მისთვის საიდუმლო აღარ ხართ. ზედმეტად ბევრს საუბრობთ თუნდაც იმაზე, თუ რას აკეთებთ, სად მიდიხართ და ვისთან ერთად. მამაკაცებს მოსწონთ იდუმალების მსუბუქი ელფერი.

არ გაქვთ მაღალი სტანდარტები

თქვენ უნდა გქონდეთ მაღალი სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოგექცნენ. მაგალითად, თუ ის გააუქმებს თქვენთან გეგმებს, თქვენ უბრალოდ არ უნდა მიიღოთ ეს, განსაკუთრებით თუ ხშირად ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისარგებლებს თქვენი სიკეთით. თუ ის მიხვდება, რომ თქვენ პატიობთ მას ცუდ საქციელს, ის გააგრძელებს თქვენი საზღვრების დარღვევას.

ცოტათი კმაყოფილდებით

იმის ნაცვლად, რომ მოითხოვოთ ის, რასაც იმსახურებთ, თქვენ თანხმდებით იმას, რაც გაძლევენ. შესაძლოა გეშინიათ, რომ მას გააქცევთ. მაგრამ თუ მამაკაცს მოსწონხართ, ის პატივს გცემთ და იცის რასაც იმსახურებთ.

თქვენ ყოველთვის მასთან ხართ

ეს მოსაწყენი ხდება. მას დრო სჭირდება საკუთარი თავისთვის და უნდა გააცნობიეროს, რომ თქვენც გაქვთ საქმეები და სხვა ცხოვრება.

ამპარტავანი ხართ

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ღირებულება, მაგრამ როცა ყველაფერს ზემოდან უყურებთ და თავი პრინცესა გგონიათ, ეს ძალიან ცუდად ჩანს.

დრამის დედოფალი ხართ

ჩვენ აღარ ვართ ბავშვები და არც სერიალების გმირები. არ არის საჭირო დრამატიზირება, ჩხუბის დაწყება და ინტრიგების მოწყობა.