როგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ დროულად, სანამ ძალიან გამრავლდება - rogor.ge

როგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ დროულად, სანამ ძალიან გამრავლდება

ტილების სასიცოცხლო ციკლი სამი ეტაპისგან შედგება: წილი (კვერცხი), ნიმფები, რომლებიც წილისგან გამოიჩეკება და ზრდასრული ტილი, რომელიც დაახლოებით სეზამის მარცვლის ზომისაა (ის შეიძლება იყოს ყავისფერი ან მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობის) .

ტილებს ფრენა და ხტუნვა არ შეუძლიათ, მაგრამ მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში სწრაფად დაცოცავენ ერთი თავიდან მეორეზე. ტილები შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, ჰიგიენის ხარისხის მიუხედავად.

რა ნიშნები მიუთითებს ტილების არსებობაზე

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ტილების არსებობაზე მიუთითებს, სკალპის ქავილია. ეს გამოწვეულია მწერების ნერწყვზე რეაქციით. ყველაზე ხშირად ბავშვებს ყურების უკან ან კისრის უკანა მხარე ექავებათ. ქავილი ტილების მოცილების შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს.

სხვა სიმტომები:

თავზე ძლიერი ღიტინის ან ცოცვის შეგრძნება.გაღიზიანებადობა.ძილის გაძნელება (ქავილის გამო).სკალპის ტკივილი ან სიწითლე

თუ ბავშვი უჩივის ქავილს და ტილებზე ეჭვი გაგიჩნდათ, სწორად უნდა შეამოწმოთ, რადგან სანამ ძალიან გამრავლდება, მათი შემჩნევა იოლი არ არის. გაგრძელება