როგორ მოვამზადოთ ბავშვი, რომ სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა გაუმარტივდეს - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბავშვი, რომ სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა გაუმარტივდეს

ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარება

ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი დროთა განმავლობაში გამომუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ ბავშვებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ ის, რაც დაიწყეს, შუა გზაში არასოდეს მიატოვონ და გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მაგალითად, სთხოვეთ, რომ დაასრულოს სათამაშოების გაწმენდა და დალაგება.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარილოგიკური აზროვნების განვითარების მთავარი გზა შვილთან საუბარია. წიგნის კითხვისას განიხილეთ, რა მოხდა და რატომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის ამბის ლოგიკა. იგივე შეიძლება გაკეთდეს ფილმების/მულტფილმების ყურებისას და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების განხილვისას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დავალება, რომლებითაც შეგიძლიათ, ბავშვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აჩვენოთ, განიხილოთ, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს. ეს უნარი მას სკოლაში პროგრამის ათვისებაში ძალიან გამოადგება. გაგრძელება