7 რჩევა, რომელიც უძილო ღამის შემდეგ მხნედ და ენერგიულად ყოფნაში დაგეხმარებათ - rogor.ge

7 რჩევა, რომელიც უძილო ღამის შემდეგ მხნედ და ენერგიულად ყოფნაში დაგეხმარებათ

მეტი სითხე მიიღეთ

უძილო ღამის შემდეგ ნაკლები ენერგია გაქვთ და დეჰიდრატაცია კიდევ უფრო მეტი დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ. თუ წინა ღამეს არ გეძინათ (ან გეძინათ, მაგრამ ცოტა და ცუდად), შეეცადეთ დღის განმავლობაში მეტი სითხე მიიღოთ, ეს დაგეხმარებათ.

მიიღეთ გრილი შხაპი

დილით უპირველესად მიიღეთ შხაპი და შეეცადეთ წყალი რაც შეიძლება ცივი იყოს. რაც მთავარია, დაასრულეთ წყლის პროცედურები ოცდათორმეტწამიანი ყინულის შხაპით - ეს დააჩქარებს სისხლის ნაკადის მოძრაობას და გაზრდის თქვენს კონცენტრაციას. შეგიძლიათ დაიდოთ ცივი კომპრესები პულსის უბნებზე.

გაისეირნეთ ქუჩაში

უძილო ღამის მომდევნო დღეს, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მზის სხივების მიღება - განსაკუთრებით დილით. ეს ხელს შეუწყობს ბუნებრივი ცირკადული რიტმების გამართვას, რომლებიც დარღვეულია ღამის დასვენების არარსებობის გამო. როდესაც დღის განმავლობაში თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ, შეეცადეთ იპოვოთ შესაძლებლობა, რომ ცოტა ხნით მაინც გაისეირნოთ გარეთ.

სწორად დალიეთ ყავა

რაც უფრო ნაკლებს ვიძინებთ, მით უფრო მაცდური ვართ ყავით და სხვა კოფეინიანი სასმელებით. მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ ამას: ექიმები გირჩევენ შემოიფარგლოთ ერთი ან ორი ჭიქით, რათა არ გადატვირთოთ გული, რომელსაც ისედაც უჭირს. სცადეთ 400 მლ დაყოთ რამდენიმე მცირე დოზად, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ მთელი დღის განმავლობაში.

არ გამოტოვოთ ვარჯიში

რაც არ უნდა დაღლილი იყოთ უძილო ღამის შემდეგ, წინააღმდეგობა გაუწიეთ ვარჯიშის გამოტოვების სურვილს, პირიქით, ვარჯიში დაგეხმარებათ გაზარდოთ ენერგიის დონე და კონცენტრაცია. უბრალოდ არ გადააჭარბოთ. თუ საშუალება გაქვთ საღამოს გაისეირნეთ, ეს დაგეხმარებათ დაისვენოთ და ღამით კარგად დაიძინოთ.

შეეცადეთ დაიძინოთ

თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ 25 წუთიანი შესვენება გააკეთოთ ყოველ სამ საათში ერთხელ დასაძინებლად. ეს მცირეხნიანი ძილი ხელს შეუწყობს ადენოზინის დონის შემცირებას, ნივთიერებას, რომელიც გროვდება დიდხანს გაღვიძების დროს. გარდა ამისა, ასეთი ინტერვალური ძილი გაზრდის ენერგიის დონეს და ხელს შეუწყობს ყურადღებისა და კონცენტრაციის შენარჩუნებას დღის ბოლომდე.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას

თუ საკმარისად არ გძინავთ, მაშინ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აკონტროლოთ თქვენი დიეტა. გაზრდილი სტრესის გამო, ტკბილეულის და მსუბუქი ნახშირწყლების მიმართ შეიძლება განსაკუთრებული ლტოლვა გვქონდეს. ჩვენი ორგანიზმი მათ აღიქვამს, როგორც ენერგიის ყველაზე ხელმისაწვდომ წყაროს. მაგრამ ღირს თავის შეკავება, ამის ნაცვლად მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საკვები.