როგორ დაიბრუნოთ თუთიყუში, თუ გაგიფრინდათ - rogor.ge

როგორ დაიბრუნოთ თუთიყუში, თუ გაგიფრინდათ

როცა თუთიყუში გარეთ გაფრინდება და ახალ სამყაროს დაინახავს, ის ჯერ კიდევ შოკშია. არ არის მიჩვეული ხანგრძლივ ფრენას, სწორედ ამიტომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ საფუძვლიანად მოძებნოთ თქვენს სახლთან ახლოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხეებს, სახურავებს და ამაღლებულ ზედაპირებს.

ხშირად დაუძახეთ თქვენს შინაურ ფრინველს, უთხარით მას ფრაზები, რომლებიც ხშირად ესმოდა. ადამიანებს შეიძლება გაეღიმოთ ამგვარ საქციელზე, მაგრამ ამ გზით თქვენ შეატყობინებთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს თუთიყუშის დაკარგვის შესახებ.

შეეცადეთ მიიპყროთ თუთიყუშის ყურადღება მისი საყვარელი საკვებით. ჩართეთ ხმამაღლა თუთიყუშის ხმები და გალია აივანზე დადგით.

თუ პირველი დღე წარუმატებლად დასრულდა, დაუკავშირდით სხვებს. გააგებინეთ ყველას თქვენი თუთიყუშის დაკარგვის შესახებ და იქვე მიუთითეთ ჯილდოს შესახებაც პოვნის შემთხვევაში.

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ თქვენი შინაური ფრინველის დაკარგვა რამდენიმე მარტივი წესის დაცვით:

  • არ გააღოთ ფანჯრები ბინაში/სახლში, როცა თუთიყუში დაფრინავს ოთახში;
  • ფანჯარაზე გააკარით მწერების საწინააღმდეგო ბადეები;
  • ხშირად შეამოწმეთ ჩაკეტილია თუ არა გალიის კარი.

1-53a8f8d30d59b53a8f8d30d5d8-1693392458.jpg