როგორ გადაიღოთ იდეალური ფოტო ბუნებაში - 4 საიდუმლო - rogor.ge

როგორ გადაიღოთ იდეალური ფოტო ბუნებაში - 4 საიდუმლო

ჯადოსნური დიაგონალი

არ გადააჯვარედინოთ ფეხები კამერის წინ პირდაპირ ჯდომისას - ამან შეიძლება ვიზუალურად გააფართოვოს თეძოები და ფეხები არ გამოიყურებოდეს ლამაზად. დაჯექით ისე, რომ სხეული ჩარჩოში დიაგონალურ ხაზს აყალიბებდეს - დაეყრდენით ბარძაყს და გაჭიმეთ ფეხები გვერდულად.

1-1693303467.png

ფართო კუთხე

თუ პროფილში აპირებთ გადაღებას, არ ჩაწიოთ ორივე ფეხი ისე, რომ მართი კუთხე შეიქმნას. პირიქით, გადაიწიეთ კამერასთან უფრო ახლოს, ფეხები წინ გაწიეთ და ოდნავ უკან გადაიხარეთ. წელი, მკერდი და თეძოები ფოტოზე უფრო ლამაზად გამოჩნდება.

2-1693303479.png

დაამატეთ მოძრაობა

გაშლილი ფეხებით ჯდომა შეიძლება გამოიყურებოდეს უხეშად. ამიტომ გაასწორეთ მხრები და ზურგი, ერთი ხელი მუხლზე დაიდეთ, მეორეთი კი თმა უკან გადაიწიეთ – ცოტა დინამიკა ჩარჩოს უფრო საინტერესოს გახდის.

3-1693303978.png

ნახევრად შემობრუნება

პირდაპირ ჯდომა ცოტა დაძაბულობას იწვევს და არაბუნებრივად გამოიყურება. დაჯექით ოდნავ გვერდზე და გადააჯვარედინეთ ფეხები. ხელები თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული სხეულის გასწვრივ.

4-1693303988.png