როგორ ამოიცნოთ ტოქსიკური ადამიანი 5 წუთში - rogor.ge

როგორ ამოიცნოთ ტოქსიკური ადამიანი 5 წუთში

სულ წუწუნებენ

ყველაზე ტოქსიკური ადამიანები სწორედ ის "მტირალები" არიან. მათი ჩივილები პირდაპირ მოქმედებს თქვენს განწყობაზე, პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზეც კი. გარდა ამისა, თუ თქვენ რისკავთ მათ ხაფანგში მოხვედრას და ცდილობთ ისინი გაახაროთ, ეს მხოლოდ დროებითია. ამიტომ თუ ვინმე გაცნობისას ბევრს წუწუნებს, კარგად დაფიქრდით, გსურთ თუ არა ასეთი ადამიანის გვერდით ყოლა და მოსმენა, თუ როგორ გამოხატავს მარადიულ უკმაყოფილებას ცხოვრების მიმართ.

განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვენ

თუ ვინმე გთხოვთ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამომჟღავნებას პირველივე შეხვედრისას, წარმოიდგინეთ, რას მოითხოვენ გარკვეული დროის შემდეგ.

ბევრს ტრაბახობენ

თუ ვინმე დაიბარეთ გასაუბრებაზე, ბუნებრივია, რომ ადამიანი თავის ყველა მიღწევაზე დაიწყებს საუბარს. ყველა სხვა შემთხვევაში ის, ვინც გამუდმებით საუბრობს თავისი წინა პროექტის წარმატებაზე ან მისი შემოსავლის ზღაპრულ რაოდენობაზე, ცდილობს თქვენით მანიპულაციას. ფრთხილად იყავით.

გაიძულებენ თავის მართლებას

ზოგჯერ ყველაფერი ისეა, რომ გიჭირთ პასუხის გაცემა ზუსტად როდის რა მოხდა. თუ თქვენ მუდმივად გავალდებულებენ აუხსნათ ვინმეს რამ გიბიძგათ ამა თუ იმ არჩევანის გაკეთებაზე, საბოლოოდ აუტანელი გახდება კომუნიკაცია.

ისინი არ ინტერესდებიან შენით

10 წუთი ესაუბრეთ ახალ ნაცნობს და უკვე იცით მისი ბავშვობის, ქორწინების და სამსახურის შესახებ ყველაფერი, მაგრამ მან თავად არაფერი იცის თქვენი სამუშაო ადგილის შესახებ, ან იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ ცხოვრებისთვის. ის, ვინც მოელის, რომ თქვენ დაინტერესდებით მათი ცხოვრების ყველა ასპექტით, მაგრამ არ იჩენს ინტერესს თქვენი ცხოვრების მიმართ, სავარაუდოდ, ტოქსიკური ადამიანია.

მათ გვერდით თავს კარგად არ გრძნობთ

მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. რას გრძნობთ ახალი ნაცნობის გვერდით? გსურთ მასთან ერთად ერთი საათი გაატაროთ ლანჩზე თუ ერთად წახვიდეთ ყავაზე? თუ ვინმესთან დროის გატარება იწვევს სტრესს ან უხერხულობას, დიდი შანსია, რომ ეს ადამიანი ტოქსიკურია. გაარკვიეთ, რა იწვევს თქვენს უსიამოვნო შეგრძნებას. თუ ეს გამოწვეულია თანამოსაუბრის სხვა კულტურული ტრადიციებით, ან თუ გაწუხებთ მისი ინტელექტისა და წარმატების დონე, მაშინ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის ტოქსიკური ადამიანია და თქვენ უნდა ენდოთ თქვენს ინსტინქტებს, როცა გეტყვიან, რომ გაექცეთ მას.