როგორ მოვამზადოთ ლეღვის მურაბა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ლეღვის მურაბა

სამურაბედ გამოიყენება საკონსერვო სიმწიფის სტადიაში მყოფი ლეღვი. დახარისხების შემდეგ ლეღვს მოაჭერით ყუნწები და დაჩხვლიტეთ ჩანგლით, ან ხის ჩხირით.

ლეღვის მურაბას ხარშავენ 3 ჯერ. დაჩხვლეტის შემდეგ წონიან და ყოველ 1,0 კგ ნედლეულზე ასხამენ 70-80 გრადუსის ტემპერატურის სიროფს, რომელსაც ამზადებენ 500გ. შაქრითა და 2 ჩაის ჭიქა წყლით, აჩერებენ 3-4 საათს, გადაწურავენ და ხარშავენ უნაყოფოდ, ხოლო მეორე ხარშვას ატარებენ ნაყოფთან ერთად. ყოველი ხარშვის დროს უმატებენ დარჩენილი შაქრის რაოდენობის 1/3, ანუ 240 გრამს, რომელსაც ხსნიან 1/3 ჩაის ჭიქა წყალში. სულ 1,0 კგ ლეღვზე აყრიან 1,2 კგ შაქარს და ასხამენ წყალში გახსნილ 3.გ ლიმონის ან ღვინის სიმჟავეს; ხარშვის დროს გამოყოფილ ქაფს დაუყოვნებლივ ხდიან.

ხარშვის დამთავრებისას ლეღვი მიიღებს გამჭვირვალე, კრიალა ფერს. 1 კგ სამურაბე ლეღვს, რეცეპტის თანახმად, სჭირდება 1,2 კგ შაქარი, გამზადებული მურაბა გამოვა 1,8 კგ.

ლეღვის მურაბას ასტერილებენ და ინახავენ ისე, როგორც ალუბლისა და სხვა მურაბებს.