როგორი იქნება მომავალში ყველაზე მოდური ინტერიერი - rogor.ge

როგორი იქნება მომავალში ყველაზე მოდური ინტერიერი

ანტიტრენდად იქცა პლასტიკი და სინთეტიკა. მეტი ყურადღება ეთმობა ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. ინტერიერში სულ უფრო მეტად ჩნდება ხე და ქვა, ასევე ბუნებრივი ქსოვილები. თანამედროვე ტენდენცია მოიაზრებს საკუთარ თავსა და გარე სამყაროზე ზრუნვას. სულ უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება სახლის პატრონის გემოვნების და საჭიროების მაქსიმალურად გათვალისწინება. გაგიკვირდებათ ალბათ და იტყვით, რომ ეს ის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომლის დაცვაც საჭირო იყო ყოველთვის, თუმცა ასე არ არის. მკაცრად გაწერილი სტილისტური ჩარჩების გამო დიზაინერები ძალიან ხშირად არ ითვალისწინებდნენ დამკვეთის რეალურ მოთხოვნებს. სილამაზეს მსხვერპლად ეწირებოდა ინდივიდუალობა. დღესდღეობით კი არის იმის საშუალება, რომ აქცენტი გაკეთდეს კომფორტსა და ფუნქციონალობაზე ერთდროულად. გარდა ამისა, მასალების ფაქტურების სიმრავლე და ნაირსახეობა საშუალებას იძლევა ყველა ჩანაფიქრი განხორციელდეს. გადაწყვეტილება არსებობს ნებისმიერი მდგომარეობისა და მოთხოვნისთვის.

თბილი მინიმალიზმი

1-1691478457.png

მინიმალიზმის კონცეფცია დიზაინში ასკეტიზმსა და აკურატულობას ითვალისწინებს. დღესდღეობით პოპულარულია რაციონალური გამოყენება და არა დაგროვება. სივრცე არ უნდა იყოს გადატვირთული. აღსანიშნავია, რომ ცივი მინიმალიზმი ნაცრისფრისა და მეტალის ელფერით მოდიდან გადადის.უფრო და უფრო აქტუალური ხდება თეთრი ფერი თავის თბილი ელფერებით, როგორიც არის ხორცისფერი, ძალიან ღია ნაცრისფერი. სწორედ ეს ორი ფერი გამოიყენება საბაზისოდ. ჰარმონიულად ერწყმის ამ ორ ფერს ბუნებრივი ფერები ყავისფერი, თიხის ფერი, მწვანე და ცისფერი. არსებობის უფლებას იტოვებს მკვეთრი აქცენტებიც. გაგრძელება