როგორ მოვამზადოთ ყაბაყის გემრიელი ღვეზელი 20 წუთში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყაბაყის გემრიელი ღვეზელი 20 წუთში

პირველ რიგში მოვამზადოთ შიგთავსი. ამისათვის ყაბაყი უნდა დაიჭრას თხელ ნახევარ რგოლებად. იგივე გააკეთეთ ხახვზეც. თუ იყენებთ ახალგაზრდა ყაბაყს , კანი დატოვეთ.

3-1691129784.jpg

წვრილად დაჭერით ნიორი და ასევე დაჭერით კამა. ბოსტნეული მოათავსეთ ცალკე თასში და აურიეთ ყველაფერი.

ახლა მოვამზადოთ შიგთავსი. ძალიან მარტივია! ცალკე თასში შეურიეთ არაჟანი, კვერცხი, მარილი და სანელებლები. ეს ნარევი ათქვიფეთ სათქვეფით. შემდეგ დაამატეთ გამაფხვიერებელი და გაცრილი ხორბლის ფქვილი. კონსისტენციის მიხედვით, ის უნდა წააგავდეს სქელ არაჟანს.

4-1691129837.jpg

ყაბაყის შიგთავსს მარილი მოაყარეთ და აურიეთ. შემდეგ, აურიეთ ყველაფერი საფუძვლიანად. გააჩერეთ ეს ნარევი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ დროს შეგიძლიათ ჩართოთ ღუმელი და გააცხელოთ 180 გრადუსზე. ასევე ცალკე გახეხეთ მყარი ყველი წვრილ სახეხზე.

5-1691129922.jpg

ღვეზელის ცომს დაუმატეთ ყველის უმეტესი ნაწილი. აურიეთ ყველაფერი. შემდეგ 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი. ფრთხილად მოათავსეთ ცომი ფორმაში და გაასწორეთ. თუ სასურველია, ფორმის ძირი დაფაროთ პერგამენტის ქაღალდით.

ცომს ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. შემდეგ გააგზავნეთ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. გამოცხვის შემდეგ სუფრასთან მიტანის წინ ღვეზელი უნდა გაცივდეს.

გემრიელად მიირთვით!

2-1691129981.jpg