როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი - rogor.ge

როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი

მოძებნეთ და შეამოწმეთ მიმოხილვები

მაშინ, როდესაც ნივთის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ მიმოხილვები. სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილი რევიუები, რომლებმაც იგივე ნივთი იყიდეს. მაშინაც კი თუ გვერდს არ აქვს ეს ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ ისინი Google-ით მოიძიოთ. სწორედ აქედან შეძლებთ გაიგოთ, რას ამბობენ მომხმარებლები ნივთზე, მის ხარისხსა და მიწოდებაზე. ამართლებს თუ არა ხარისხი მათ მოლოდინებს.

მიაქციეთ ყურადღება ნივთის აღწერლობას

პროდუქტის აღწერილობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი ონლაინ შოპინგის დროს. სელერი ვალდებულია შემადგენლობა დაიტანოს ეტიკეტზე. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რისგანაა დამზადებული ტანსაცმელი და ეს იყოს ნივთის ხარისხის კარგი გარანტი.

შეამოწმეთ ფასები

მაშინ როდესაც თქვენ შეამოწმეთ მატერია, ფასი კი მასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ჯობს თავი აარიდოთ მსგავს პროდუქციას, რადგან თავიდან აიცილოთ არასანდო სელერები. იყავით სკეპტიკურები, იხელმძღვანელეთ ფრაზით - ,,ზედმეტად კარგია დაბალი ფასისთვის“.

გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საიტები, რომელსაც ენდობით

მაშინ როდესაც საქმე ონლაინ შოპინგს ეხება, უმჯობესია ისეთი საიტების გამოყენება რომელსაც ენდობით და აქამდეც გისარგებლიათ. აღარ დაკარგოთ დრო მიმოხილვების ძიებაში, ენდეთ იმ საიტებს რომლებიც უკვე იცით, რომ კარგია, ან წარსული გამოცდილებით ხარისხიანია.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები დაგეხმარებათ სასურველი ნივთის მარტივად შეძენაში.

ნატა ბიწუნაიძე

5 სანდო რჩევა, როგორ დაიცვათ თავი თაღლითობისგან ონლაინ შოპინგის დროს