როგორ ვებრძოლოთ უძილობას
საწოლში წოლის დროს, აზრობრივად თქვით: "რამდენიმე წუთში ჩემთამ მოვა ჯანსაღი, ღრმა, მშვიდი ძილი. ძალიან მშვიდი და ღრმა ძილი მექნება, სანამ არ გავიღვიძებ დილით..." - ამის შემდეგ კი აზრი გადაიტანეთ სხვა თემაზე - რამე სასიამოვნოზე. ისეთი ფრაზები როგორიცაა - "ძალიან მალე", "რამდენიმე წუთის შემდეგ" და ა.შ., თამაშობენ საკმაოდ დიდ როლს. მათი დახმარებით თქვენ წყვეტთ ცნობიერების კონტროლს, არ აქცევთ მას დროის მკაცრ ჩარჩოებში.
უძილობასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია - ჩაძინების რიტუალად გადაქცევა. ამისათვის საჭიროა გაიხსენოთ ის მოქმედებები და გრძნობები, რომლებიც თან გახლდათ მშვიდად ჩაძინების დროს და შეეცადეთ ეს მომენტები გაიხსენოთ ყოველ ღამით, დაწოლის დროს. ამასთანავე ძალიან ეფექტურია დამამშვიდებელი მელოდიების - ზღვის, ტყის ან წვიმის ხმების მოსმენა.