როგორ შეიცვალოთ სწრაფად იმიჯი
გაიყავით თმა სხვანაირად
ბევრი ჩვენგანი იჭრის თმას, იცვლის ვარცხნილობას და თმის ფერს, მაგრამ განსხვავებული იერსახის შესაქმნელად, ეცადეთ გაიყოთ თმა სხვანაირად. გაგიკვირდებათ, რამდენი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას ასეთ ცვლილებას და როგორ განახლდება თქვენი იმიჯი.
შეიჭერით წინამო
თუ არასდროს გქონიათ წინამო, ეს განსხვავებულ იერსახეს მოგანიჭებთ.
შეცვალეთ ასანა
ადამიანები იყოფიან ორ ტიპად: ისინი, ვინც ავტომატურად აკონტროლებენ თავიანთ პოზას და ვისაც ახსოვს, რომ კარგი იქნებოდა გამართულად სიარული. თუ მეორე ჯგუფს მიეკუთვნებით, ეს ქვესტი თქვენთვისაა. თქვენ იცით, რომ ამგვარი პოზა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ ესთეტიკურადაც.
შეცვალეთ ფეხსაცმელი
არ დაგავიწყდეთ, რომ იმიჯის შეცვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია ფეხსაცმელი. თქვენ მეტად მიმზიდველი იერი გექნებათ და თქვენი თვითშეფასებაც ამაღლდება.
დაამატეთ ჰაილაითერი
მხოლოდ თვალის ლაინერით და პომადით უკვე რთული ხდება შთაბეჭდილების მოხდენა, ამიტომ დაამატეთ ჰაილაითერი, რაც მეტად გამოკვეთს თქვენს მაკიაჟს.
შეცვალეთ სათვალე
გარეგნობა ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს მცირე დეტალების დახმარებით. ასეთ დეტალებში შედის სამკაულები, სუნამოები და სხვა აქსესუარები. ყურადღება მიაქციეთ სათვალესაც, თუ მხედველობის პრობლემები არ გაქვთ, აირჩიეთ მოდური სათვალე.
გამოიყენეთ შარფი
შეგიძლიათ იერსახე შეიცვალოთ უნივერსალური აქსესუარის - შარფის დახმარებით. ის შეიძლება გაიკეთოთ თმაზე, შემოიხვიოთ კისერზე, დაიმაგროთ ჩანთაზე ან გამოიყენოთ როგორც ქამარი წელის გარშემო. დაიმახსოვრეთ, განსაკუთრებით მიმზიდველია მზის სათვალეებისა და თავზე შემოხვეული აბრეშუმის შარფის კომბინაცია.