5 მეთოდი, თუ როგორ დაჭიმოთ მუცლის კანი გახდომის შემდეგ - rogor.ge

5 მეთოდი, თუ როგორ დაჭიმოთ მუცლის კანი გახდომის შემდეგ

იზრუნეთ დატენიანებაზე

იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და ელასტიუკრი, თქვენი კანი საკმარისად უნდა დატენიანდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ზრდასრულ მამაკაცს ყოველდღიურად სჭირდება 3,7 ლიტრი წყალი. ქალებისთვის სითხის საჭირო რაოდენობა დაახლოებით 2,7 ლიტრია. ეს მოიცავს სასმელ წყალს, საკვებში არსებულ ნებისმიერ სასმელს და სითხეს.

მიირთვით სწორი საკვები

კოლაგენი და ელასტინი ორი ბუნებრივი ინგრედიენტია, რომლებიც კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის. იმისათვის, რომ თქვენმა სხეულმა გამოიმუშაოს ეს ნივთიერებები საკმარისად, შეიტანეთ ცილებით მდიდარი საკვები თქვენს დიეტაში - ხაჭო, თხილი, ლობიო და ტოფუ კარგი არჩევანია. კანის სიმკვრივისთვის არის ვიტამინები A, C და E, ვიტამინი B12 და უჯერი ცხიმები.

წონის დაკლება თანდათან

რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა რეგულარული ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა. შეეცადეთ დაიკლოთ არაუმეტეს 1 კგ კვირაში, რაც საშუალებას მისცემს კანს მოერგოს სხეულის ახალ მოცულობებს. მოერიდეთ ექსტრემალურ დიეტებს, რადგან ისინი საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ზოგადად კეთილდღეობისთვის. ადამიანები, რომლებიც იცავენ ასეთ დიეტებს, ჩვეულებრივ იბრუნებენ დაკლებული კილოგრამების უმეტეს ნაწილს, როდესაც ისევ დაიწყებენ ნორმალურ ჭამას. საჭმლის მომნელებელ სისტემას არ უყვარს ექსტრემები და არც თქვენს კანს.

ივარჯიშეთ სწორად

აუცილებელია წონის კლებასთან ერთად იზრუნოთ კუნთების აშენებაზე. ივარჯიშეთ სწორად, კვირაში მინიმუმ ორ-სამჯერ.

წაისვით კრემი კანზე

მაღალი ხარისხის, დერმატოლოგის მიერ დამტკიცებული კრემები ხელს უწყობს კანის გამკვრივებას. მოძებნეთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, ალოე ვერას ექსტრაქტი და ვიტამინები A, E და C. რა თქმა უნდა, ქირურგიას შეუძლია სწრაფად გადაჭრას კანის დაბერების პრობლემა წონის მნიშვნელოვანი დაკლების შემდეგ, მაგრამ ეს მეთოდი საკმაოდ ძვირია და გარკვეულ რისკებს შეიცავს.