10 აკვიატებული აზრი, რომელიც გაიძულებთ დრო დაკარგოთ
არაფერს ვცვლი და განსხვავებული შედეგების იმედი მაქვს
ეს ზოგჯერ განიმარტება როგორც სიგიჟე - ერთი და იგივე საქმის განმეორებით კეთება და განსხვავებული შედეგების მოლოდინი. ხშირად ერთადერთი განსხვავება წარმატებულსა და ნაკლებად წარმატებულს შორის არის არა გამორჩეული უნარი, არამედ გამბედაობა. გამბედაობა დადოთ ფსონი თქვენს იდეებზე, გარისკოთ და გადადგათ თავდაჯერებული ნაბიჯები წინ. სანამ ზოგიერთი ადამიანი ზის და ელოდება ცხოვრების შეცვლას ჯადოსნური გზით, სხვები ამას საქმით აკეთებენ.
შესაფერისი მომენტი ჯერ არ დამდგარა
მაშინაც კი, როცა პროდუქტიული ზრახვები გაქვთ, ხშირად ძალიან დიდ დროს ატარებთ იდეალური გარემოებების მოლოდინში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი არასოდეს დგება. რადგან გზა იქმნება მაშინ, როცა წინ მივდივართ და არა მაშინ, როცა ველოდებით. იფიქრეთ დღევანდელობაზე, როგორც ახალი ცხოვრების საწყისზე. შეიძლება სრულიად სხვა ადამიანად „დაიბადო“. ერთადერთი კითხვაა, ვინ გინდა რომ იყოთ.
ყველაფერი კარგი ჩემთან იოლად მოვა
ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი მიზნები იშვიათად მიიღწევა მნიშვნელოვანი ძალისხმევისა და მსხვერპლის გარეშე. ათწლეულების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახსოვთ ის მომენტები, როდესაც ყველაფერი ადვილი იყო თქვენთვის. პირიქით, დააფასებთ იმ მომენტებს, როცა სირთულეებს წააწყდით და ღირსეულად გაიარეთ. თქვენ იამაყებთ შინაგანი ძალით, რომლის წყალობითაც მიაღწიეთ იმას, რაც შეუძლებელი ჩანდა.
ასე რომ, ნუ გააკეთებთ იმას, რაც დღეს ადვილია. გააკეთეთ რაც შეგიძლიათ და გააკვირვეთ თავი საკუთარი შესაძლებლობებით. რაც არ უნდა რთული იყოს, გახსოვდეთ, რომ ჯობია დაღლილობა იგრძნოთ. ძალისხმევა არასოდეს არის უშედეგო, თუნდაც საბოლოო შედეგმა იმედგაცრუებული დაგტოვოთ. ეს უფრო ძლიერს და გამოცდილს გაგხდით.
რატომ უნდა გავრისკო
ცხოვრება თავისთავად სარისკო საქმეა. ყოველი გადაწყვეტილება და ურთიერთქმედება, ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი და დილით საწოლიდან ადგომაც კი არის პატარა რისკი. იცხოვრო ნიშნავს იცოდე, რომ რისკავ და ენდობი საკუთარ თავს. თუ თქვენს მისწრაფებებს უგულებელყოფთ და გაურკვევლობის გრძნობას მუდმივად შეაჩერებთ, დანამდვილებით ვერასოდეს გაიგებთ. ზოგჯერ ეს ბევრად უარესია, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ თქვენი მისწრაფებები არასწორი იყო.
გუშინ უარი მითხრეს
ისწავლეთ უარის თქმასთან გამკლავება. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენი ბიოგრაფიის ზოგიერთი თავი საბოლოო წერტილის გარეშე უნდა დასრულდეს. უაზროა დროის დაკარგვა და საკუთარი თავის დაკარგვა იმის მცდელობაში, რომ გამოასწორო ის, რაც გატეხილი უნდა დარჩეს. წარსული წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ საკმარისად კარგი არ ხართ. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სხვა ადამიანი ან სხვა გარემოებები უბრალოდ არ ემთხვეოდა იმას, რის შეთავაზებაც მაშინ გსურდათ. ეს ნიშნავს, რომ ახლა გაქვთ მეტი დრო, რომ განავითაროთ ახალი იდეები და ჩაეფლოთ თქვენს საყვარელ საქმეში.
მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას
თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. მაგრამ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე. უსარგებლოა წარსულის დადანაშაულება, უმჯობესია შეცვალოთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც გახსოვთ და გადადგათ ნაბიჯი წინ.
თქვენი გადაწყვეტილებებისა და გარე ფაქტორების ერთობლიობამ, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მიგიყვანათ იქ, სადაც ახლა ხართ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს შემდეგ ნაბიჯზე - სწორედ მას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. დატოვეთ ყველაფერი წარსულში, რისი გადახედვაც შეუძლებელია და გახდით აწმყოს ნაწილი. აქ და ახლა თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა, რაც გჭირდებათ. აიღეთ პასუხისმგებლობა და განახორციელეთ ისინი.
არ მაქვს ახალი იდეები და ვერ ვხედავ პერსპექტივას
წარმატება ცხოვრებაში არ არის დამოკიდებული იმაზე, ყოველთვის მართალი ხართ თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად უფრო ბრძენი ხდებით, უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თქვენი ცოდნა სამყაროს შესახებ სასრული არ არის. ის, რაც ჭეშმარიტია აწმყოში, ადვილად შეიძლება იყოს ყალბი მომავალში. ჩამოყალიბებული თვალსაზრისი ყველაზე დამანგრეველი ილუზიაა.
არ შეწყვიტოთ სწავლა და საკუთარ თავში ინვესტირება. დაუკავშირდით ადამიანებს, მათ შორის იმათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. დასვით კითხვები. მოუსმინეთ ყურადღებით. გაუზიარეთ ცოდნა სხვებს და გამოიყენეთ ყველაფერი, რომ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
ნუ მოუსმენთ ხალხის აზრს
ნუ მისცემთ უფლებას ნეგატიურ აზრებს დამკვიდრდნენ თქვენში და არ მისცეთ სხვებს უფლება "დააბინძურონ" იგი. გაუფრთხილდით თქვენს პირად საზღვრებს და იმას, რასაც სხვებისგან იღებთ.
რა თქმა უნდა, გარშემო ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაკრიტიკებენ, რაც არ უნდა გააკეთოთ. ნეგატიურზე ფოკუსირება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე პოზიტიურად დარჩენა. კრიტიკა უფრო ადვილია , ვიდრე კონსტრუქციული იდეების შეთავაზება. როდესაც ახალ საქმეს იწყებთ, ნუ მოუსმენთ კრიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ თქვენი ყურადღების გადატანას. მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მხარს გიჭერენ და აღიარებენ თქვენს პოტენციალს.
იდეას ბოლომდე ვიზიარებ, თუნდაც ის არარეალური იყოს
ხანდახან საჭიროა უსმინოთ და გააანალიზოთ ახალი ინფორმაცია, შემდეგ კი საკუთარ თავში აღიაროთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდებოდით. რომ თქვენი იდეა მხოლოდ ილუზიაა, რომელიც არასდროს ყოფილა ის, რაც თქვენ გეგონათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაცნობიერებელი და მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გქონიათ ის, რაც გინდოდათ, შეიძლება იგრძნოთ დაკარგვის შეგრძნება. მთავარია იცოდეთ ამის შესახებ, ისწავლოთ სიტუაციის "გაშვება" და წინსვლა.
მუდმივად გადაჭარბებული მოლოდინები გაქვთ
დიდი მოლოდინები მარტივ მოვლენებს რთულად აქცევს. ყოველი რთული ცხოვრებისეული სიტუაცია შეიძლება იყოს ან სასოწარკვეთის საბაბი ან პიროვნული ზრდის შესაძლებლობა - ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. დაიწყეთ იმ მოლოდინების გათავისუფლებით, რომლებიც ხელს გიშლით.
ჩვენი გონება არის ბრძოლის ველი, სადაც ხდება ყველაზე მძაფრი კონფლიქტები. ეს არის ადგილი, სადაც ნახევარი რამ, რისიც გვეშინია, არასდროს ხდება. სწორედ იქ გვიპყრობს მოლოდინები და ვხდებით ჩვენივე აზროვნების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, სტანდარტები არ უნდა დაწიოთ, მაგრამ თუ ცხოვრებისგან ხისტ მოლოდინებს გააუქმებთ, ყველაფერში იმედგაცრუებისგან იხსნით თავს. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, როცა გამბედაობას იპოვით, გაუშვათ ის, რაც არ შეიძლება შეიცვალოს. როცა ვეღარ შეცვლით გარემოებებს, უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი და ეს შეცვლის სხვა დანარჩენს.