როგორ გაიპარსოთ ფეხები ისე, რომ თავიდან აიცილოთ გაღიზიანება და თმის ჩაზრდა - rogor.ge

როგორ გაიპარსოთ ფეხები ისე, რომ თავიდან აიცილოთ გაღიზიანება და თმის ჩაზრდა

აირჩიეთ საპარსი

შეიძინეთ მრავალპირიანი საპარსი, რადგან მათ აქვთ ისეთი თავები და პირები, რომლებიც კანზე სასიამოვნოდ სრიალებს და გეხმარებათ თავიდან აიცილოთ კანის გაჭრა. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, არ ათხოვოთ თქვენი საპარსი სხვას. პირები უნდა შეიცვალოს საშუალოდ 5-7 პროცედურის შემდეგ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იპარსავთ.

მოამზადეთ კანი გაპარსვისთვის

დერმატოლოგიური ასოციაციის წევრები გვირჩევენ გაპარსვას შხაპის შემდეგ. კარგია თუ თბილ წყალში 10 წუთი მაინც გაატარებთ, ეს დაარბილებს თმას. გაპარსვამდე შეგიძლიათ ჩაიტაროთ პილინგის პროცედურა, ეს მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჩაზრდილი თმა, თუმცა არაუმეტეს კვირაში ორი დღისა. მნიშვნელოვანია აირჩიოთ პროდუქტი თქვენი კანის ტიპისთვის და არ გამოიყენოთ ის ძალიან ხშირად.

გაიპარსეთ ნაზად

გაპარსვის წინ კანზე სპეციალური ქაფი ან გელი უნდა წაისვათ. საპონი და ჩვეულებრივი შხაპის გელი არ იმუშავებს: ისინი აშრობენ კანს. დერმატოლოგ მეგი სალივანის თქმით, თქვენ შეგიძლიათ გაიპარსოთ თმა, როგორც თმის ზრდის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ. ყველაზე რთული ადგილებია, როგორც წესი, ბარძაყის უკანა მხარე, მუხლები და ტერფები:

  • ბარძაყის უკანა მხარე. გამოიყენეთ სარკე, რომ ნახოთ სად, როგორ იზრდება თმა. შემდეგ დაიწყეთ გაპარსვა.
  • მუხლები. გაპარსვის წინ მოხარეთ მუხლი, რომ კანი დაჭიმოთ. ეს ხელს შეუწყობს თმის უკეთ მოცილებას.
  • ტერფები. ეცადეთ კარგად დაინახოთ კანის ზედაპირი. განსაკუთრებით ნელა გაიპარსეთ ტერფები, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება.

აუცილებლად გარეცხეთ საპარსი გამდინარე წყლის ქვეშ ყოველი გაპარსვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმები "ჩაკეტავს" ბასრ პირებს.

პროცედურის შემდეგ იზრუნეთ კანზე

წაისვით დამატენიანებელი, რათა თავიდან აიცილოთ აქერცვლა და გაღიზიანება. გახსოვდეთ, რომ კანი თავიდან უფრო მგრძნობიარე გახდება. ამიტომ უმჯობესია გაპარსვის შემდეგ არ გაირუჯოთ და აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე, თუნდაც მოღრუბლული ამინდი იყოს.