როგორ მოვუაროთ მარწყვს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ მარწყვს

მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში - თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე და ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილნაყოფიანი ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. მოსავლიანობა საშუალოდ - 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ბაღის ცხვირგრძელა, მარწყვის ნემატოდა - მარწყვის ტკიპა. დაავადებები - მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის კენკრა. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მათ ნაყენს ასმევდნენ.

მარწყვის კვებითი ღირებულება ასეთია: 100 გრამი შეიცავს 30 კალორიას, 0,7 გ ცილას, 0,4 გ ცხიმს და 6,3 გ ნახშირწყალს. რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, ტყის მარწყვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს, რკინას, C ვიტამინს, ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. სამკურნალო მიზნით უმთავრესად ტყის მარწყვის ნაყოფს იყენებენ, მაგრამ სასარგებლოა ფოთლებიც და ფესურებიც. გაგრძელება